x
მეტი
  • 03.12.2024
  • სტატია:138648
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
მფრინავი, რომელსაც ფრენის ეშინოდა (იგავი)

image


ერთ დღეს, მეთაური–მფრინავი კურსანტებს ფსიქოლოგიური მომზადების გაკვეთილს უტარებდა. მომავალმა მფრინავმა მას ჰკითხა:

— როგორ დავძლიოთ სიმაღლის და ფრენის შიში?

— შიშის დაძლევა შეუძლებელია... და მადლობა ღმერთს, რადგან შიში — მნიშვნელოვანი თავდაცვის მექანიზმია, რომელიც შესაძლო საფრთხის შესახებ გვაფრთხილებს. ეს ერთგვარი განგაშის სისტემა, ჩვენში – უპასუხა მეთაურმა.

— მაგრამ შიში, არა მხოლოდ აფრთხილებს, არამედ, ადამიანის პარალიზებას ახდენს: როცა გეშინია, ვერაფერს აკეთებ და ბევრი შეცდომის დაშვების რისკი არსებობს. მართლა არ არსებობს მასთან გამკლავების საშუალება? როგორ დაფრინავთ? არ გეშინიათ? – ისევ იკითხა კურსანტმა.

— არ მეშინია, მაგრამ შიშს განვიცდი. ეს შეუმჩნეველი, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ის თქვენ არ ხართ — ის არ არის თქვენი ნაწილი. ის მოდის და მიდის... ამიტომ, საკუთარ თავს უთხრათ: არ მეშინია, მხოლოდ შიშს განვიცდი.

— ნუთუ, ეს საკმარისია?

— რა თქმა უნდა, არა. ასევე მნიშვნელოვანია «ავტოპილოტის» გამორთვა.

—???

— თანამედროვე თვითმფრინავი, ფრენის უმეტეს ნაწილს, ავტოპილოტით ახორციელებს. მაგრამ, როგორც იცით, ყველაზე საპასუხისმგებლო, ან სახიფათო სიტუაციაში, თვითმფრინავის მართვა საკუთარ თავზე, ჩვენ უნდა ავიღოთ. ანალოგიურად, ადამიანი, თავისი ცხოვრების უმეტეს ნაწილს, ინსტინქტებით მართავს — ეს ერთგვარი, ბუნებრივი «ავტოპილოტია». მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამ «ავტოპილოტის» გამორთვა და მართვის საკუთარ თავზე აღებაც შეიძლება. იმ მომენტში, როცა მიხვდებით, რომ შიშის გრძნობა გიძლიერდებათ, თქვენი ცნობიერება ინსტინქტების «ავტოპილოტს» თიშავს და მართვას საკუთარ თავზე იღებს.

დიახ, შიშს განვიცდი. მაგრამ, ფრენის ვალდებულება მაქვს. ამიტომ, ჩემი შიში თან მიმაქვს და მოვალეობას ვასრულებ...


image

არხის სხვა სიახლეები:


* რას წერდა გერმანული და სხვა ქვეყნის პრესა 1941 წლის 22 ივნისს?

* ყველაფერი შესაძლებელია, ვიდრე ცოცხალი ხარ – 12 მიზეზი, რომ არ დანებდეთ

* სენსაციური აღმოჩენა თურქეთში – ნაპოვნია მსოფლიოში ყველაზე ძველი კალენდარი

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას



0
125
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0