x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აუ,ნეტა დღეს ეს ამბავი არ გამეგო"- რას წერს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას დაშორების ფაქტს სოციალურ ქსელში ირონიული პოსტით ეხმაურება და წერს:


"აუ, ნეტა დღეს ეს ამბავი არ გამეგო????????


ალექსანდრა პაიჭაძემ დაადასტურა რომ დავით კოდუას ოფიციალურად დაშორდა????


ქატო იქა, ფქვილი აქა????"- ვკითხულობთ ელისო კილაძის ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე და ბიზნესმენი დავით კოდუა ერთმანეთს დაშორდნენ, ამის შესახებ ინფლუენსერმა სოციალურ ქსელში თავად განაცხადა:


"ბევრი ჭორის თავიდან აცილების მიზნით ვწერ ძვირფასებო. ჩვენ დავშორდით ოფიციალურად. მიჭირს, თუმცა დიდი მადლიერებით და სრულიად გაცნობიერებულად. საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა. ვრჩებით მეგობრებად სამუდამოდ და სულ ვიქნებით ერთმანეთის გულშემატკივრები.


მადლობა დათუჩა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, თავგანწირვისთვის, გაბედნიერებისთვის!


ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ და მინდა უბედნიერესი იყო სიცოცხლის ბოლომდე, რაც ჩვენ სამწუხაროდ აღარ გამოგვივა", – დაწერა ალექსანდრა პაიჭაძემ სოციალურ ქსელში.


image






0
189
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
189