x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139102
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512619
სენსაციური აღმოჩენა თურქეთში – ნაპოვნია მსოფლიოში ყველაზე ძველი კალენდარი

არქეოლოგებმა გიობექლი თეფეში (თურქეთი) მსოფლიოში ყველაზე ძველი კალენდარი აღმოაჩინეს. უფრო მეტიც, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვის სვეტზე ამოკვეთილი სიმბოლოები 12 ათასი წლისაა და ის ჩვენი ცივილიზაციის ისტორიის გადაწერის საფუძველს იძლევა.


image


კალენდარზე ასახული დროის დაყოფის სისტემა, იმის მტკიცების საშუალებას იძლევა, რომ უძველეს დროში, ადამიანებს დროის აღრიცხვა შეეძლოთ და ეს 10 ათასი წლით ადრე, ვიდრე ძველ საბერძნეთში, ძვ. წ. აღრ. 150 წელს (კალენდრის არსებობის უძველესი თარიღი, წელიც ოფიციალურად დადასტურებულია მეცნიერების მიერ) – წერს Daily Mail.

ედინბურგის უნივერსიტეტის დოქ. მარტინ სვიტმენმა (Martin Sweatman), რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ "გიობექლი თეფეში აღმოჩენილი უძველესი ძეგლი, იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები აკვირდებოდნენ ცას და კარგად იცნობდნენ ვარსკვლავებს. გარდა ამისა, ერთ–ერთ სვეტზე კომეტის ჩამოვარდნის გამოსახულებაც არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი სამყარო სწორედ ამ კატასტროფის შემდეგ შეიცვალა"...

გიობექლი თეფეს არტეფაქტი – ყველაზე ძველია, ოდესმე აღმოჩენილ უძველეს ძეგლებს შორის. ის ძველი წ. აღრ. 9600 და 8200 წლებს შორის შეიქმნა, რაც 6000 წლით ადრე იყო, ვიდრე სტოუნჰენჯი.


image


რაც შეეხება მასზე ასახულ სიმბოლოებს, სვეტზე – "V" სიმბოლო, 1 დღეს ნიშნავს და ის 365–ჯერ მეორდება. გარდა ამისა, სტრუქტურაზე ასახულია მთვარის 12 თვე, დამატებითი, 11 დღით. ხოლო, ქვედა, ძირითად ნაწილში, ასახულია ფრინველი, რომელსაც მორიელის თავზე, დისკი უჭირავს.

კვლევის თანახმად, რომელიც Time and Mind–შია გამოქვეყნებული, დისკი სვეტზე – მზის, ხოლო, მორიელი – მორიელის თანავარსკვლავედის სიმბოლოა.

მაგრამ, მთავარი აღმოჩენა ის არის, რომ კალენდრის შემქმნელებმა, უკვდავყვეს დედამიწის კომეტასთან შეჯახების ფაქტი. კვლევის შედეგად იმის დადგენაც მოხერხდა, რომ ეს შეჯახება, დაახლოებით, 13 ათასი წლის წინ უნდა მომხდარიყო. ეს მოვლენა მაშინ მოხდა, როდესაც კომეტის ორბიტამ დედამიწის ორბიტა გადაკვეთა. ხოლო, მომხდარმა კატასტროფამ, ატლანტიდა გაანადგურა და ბიბლიური წარღვნა გამოიწვია.

უკანასკნელი კვლევის შედეგების მიხედვით, 12 000 წლის წინ არის აშენებული პირამიდებიც. ეს მეცნიერებმა სფინქსის მდებარეობის მიხედვით დაადგინეს. სფინქსი, მათი აზრით, ახალი ეპოქის დაწყების აღსანიშნავად იყო კლდეში გამოკვეთილი. ის აღმოსავლეთით, მზის ამოსვლის წერტილს უყურებს, ხოლო იმ ადგილზე, ღამის ცაზე, ზოდიაქოს თანავარსკვლავედი ჩნდება. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* ოკეანის ფსკერზე აღმოაჩინეს არტეფაქტი, რომელიც კონტაქტში შემოდის

* ვინ არის ქურდი? – ლოგიკური გამოცანა (პასუხი აქვს)

* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 5 (20 ფოტო)

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას



0
316
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0