x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მგონი, რაღაცამ გაჟონა..."- რა ინფომაციას ავრცელებს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ფედერალისტების" ერთ - ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ყალბ ჩანაწერებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"სუსიდან მგონი რაღაცამ გაჟონა ეკლესიაზე და სხვა "დელიკატურ" თემებზე და განცხადება გაავრცელეს წინასწარ - AI -თ გაყალბებულიაო."- ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში იგეგმება დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელება.


სუსი არჩევნებამდე 10 დღით ადრე საზოგადოებას აფრთხილებს, არ წამოეგოს "ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დამონტაჟებულ, ფალსიფიცირებულ" ჩანაწერებს, რომლებიც იმისთვის გამოჩნდება, რომ ხელოვნურად შექმნას დესტაბილიზაცია.






0
188
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
188