სიახლეები კგბ-ს სპეცვოლგა 55 000 დოლარად იყიდება 16 ოქტომბერი, 14:45 საუბარია ერთ-ერთ ე.წ. catch-up მანქანაზე, გაზ-24-24-ის მოდიფიკაციაზე, რომელიც შეიქმნა სსრკ სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებისთვის დასავლეთის ქვეყნების საელჩოების მანქანების ფარულად მონიტორინგის მიზნით, რომლებიც უფრო სწრაფი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი "ვოლგა". გარედან ის არაფრით განსხვავდებოდა სტანდარტული „ოცდაოთხისაგან“, სინამდვილეში კი -24-24-ს გააჩნდა გაძლიერებული საკიდარი და ლანჟერონები, ხოლო სტანდარტულის ნაცვლად, მოდიფიცირებული V8 ძრავა „ჩაიკა“ გაზ-13-დან, ჰიდრავლიკური საჭე და სამ სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია. მაგრამ იმისათვის, რომ ყურადღება არ მიეპყრო, შიგნით დარჩა უფუნქციო მესამე-გადაბმულობის პედალი (სინამდვილეში კი მოქმედი სათადარიგო მუხრუჭი) და სტანდარტული მექანიკური ბერკეტი. გამონაბოლქვის მილიც კი შენიღბული იყო. მოკლედ ეს ყველაფერი იმისთვის იყო, რომ ვინმეს ზედმეტი კითხვები არ გასჩენოდა. ოთხკამერიანი კარბურატორით აღჭურვილი 5.5 ლიტრიანი ძრავა 195 ცხ.ძალით , რაც საკმარისი იყო 182 კმ/სთ სიჩქარის აკრეფისთვის- მეტი არც იყო საჭირო. 24-24-ს ასევე არ ჰქონდა ჩვეულებრივი " ვოლგასთვის" დამახასიათებელი ტორტმანი მაღალ სიჩქარეზე და მოსახვევშიდაც უფრო მყარად შედიოდა გაძლიერებული სტაბილიზატორის წყალობით. 1986 წელს გამოშვებული გაზ-24-24-ის ამჟამინდელი მფლობელი ეკატერინბურგიდან ისეთ ფასად ყიდის, რომელიც მიუწვდომელია საბჭოთა მანქანების მოყვარულთათვის, 55 000 დოლარი, ამბობს, რომ მიი რესტავრაცია ძვირი დაუჯდა. ერთადერთი უცნაურობა ის არის, რომ „ catch-up“ მანქანა შავი ფერისაა, როგორც წესი ასეთ მანქანებს, ნაკლებად შესამჩნევ ფერებში ღებავდნენ, რათა თვალშისაცემი არ ყოფილიყო. 547 2-ს მოსწონს
|