x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2024 წელს რუსეთმა ევროპაში გაზის ექსპორტით შეერთებულ შტატებს გაუსწრო
image

ანალიტიკოსები რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში გაზის ექსპორტის უპირატესობას აშშ-სთან შედარებით LNG (თხევადი ბუნებრივი აირი)ობიექტზე მომხდარი ავარიით ხსნიან.

მაისის თვიდან ევროპაში რუსული გაზის იმპორტმა გადააჭარბა აშშ-ს იმპორტს პირველად თითქმის ორი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ცდილობს შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე უკრაინის ომის ფონზე.


ამის შესახებ გაზეთი Financial Times -ი წერს: „გასაოცარია ხედავდე, თუ როგორ იზრდება რუსული თხევადი გაზის წილი ევროპის ბაზარზე ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენ გავიარეთ და ყველა მცდელობის მიუხედავად, რომ თავი დავაღწიოთ რუსეთის ფედერაციიდან გაზის შესყიდვას და შევამციროთ რისკები ენერგომომარაგების სექტორში“, - ციტირებს FT საკონსულტაციო კომპანია ICIS-ის გაზის ანალიტიკის ხელმძღვანელს, ტომ მარზეკ-მანსერის სიტყვებს.




მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და მოსკოვმა შეწყვიტა გაზის მიწოდება ევროპაში მილსადენით, რეგიონი დაეყრდნო LNG-ს. მისი მთავარი მიმწოდებელი აშშ გახდა, იხსენებენ ავტორები. FT-ის ცნობით, 2022 წლის სექტემბერში შეერთებულმა შტატებმა გაასწრო რუსეთს ევროპაში გაზის მიწოდებით. 2023 წელს ევროპული შესყიდვების დაახლოებით მეხუთედი წილი აშშ-ზე მოდიოდა.



რა რაოდენობის თხევად გაზს აწვდის რუსეთი ევროკავშირს?


იმავდროულად, ICIS სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მაისში, რუსეთიდან მიწოდებულმა გაზმა მილსადენით და LNG-ით შეადგინა გაზის მთლიანი მიწოდების 15% ევროკავშირის ქვეყნებში: მათ შორის დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, სერბეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში რესპუბლიკაში.


რომელი ქვეყნებია ევროკავშირში გაზის ყველაზე მსხვილი მომწოდებლები?


1)ნორვეგია -ევროკავშირში გაზი ძირითადად მილებით გადის ჩრდილოეთის ზღვის ფსკერზე და ნაწილობრივ LNG-ის სახით. ასევე 2022 წელს ამოქმედდა Baltic pipe — - პოლონეთში გამავალი მილსადენი ბალტიის ზღვის ფსკერზე.

2024 წელი: 25, 7 მილიარდი კუბური მეტრი

2023 წელი: 38, 4 მილიარდი კუბური მეტრი

ცვლილება: -33%


2)რუსეთი -გაზი "თურქული ნაკადით" და "უკრაინული ტრანზიტით" - კვირაში დაახლოებით 300 მილიონი კუბური მეტრი მიედინება თითოეული მილით. კიდევ დაახლოებით 2 მილიარდი კუბური მეტრი ყოველთვიურად მიეწოდება ზღვით, მთლიანი მოცულობა 2022 წლის დასაწყისთან შედარებით 5-ჯერ შემცირდა

2024 წელი: 8, 4 მილიარდი კუბური მეტრი

2023: 6 მილიარდი კუბური მეტრი ცვლილება: +40%


3)ალჟირი- Medgaz-ის მილსადენის გამტარუნარიანობა ესპანეთამდე შეადგენს დაახლოებით 8 მილიარდ კუბურ მეტრს წელიწადში, ხოლო TransMed-ის პროექტი იტალიაში 33 მილიარდი კუბური მეტრია. ასევე მცირე მიწოდება ხდება ზღვით. 2024: 8, 1 მილიარდი კუბური მეტრი 2023: 8, 1 მილიარდი კუბური მეტრი ცვლილება: 0%


ევროკავშირში თხევადი გაზის ტოპ მომწოდებლები


2024 წლის მარტისთვის ევროკავშირმა მიიღო დაახლოებით 10, 6 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი გაზი, საიდანაც 5, 5 მილიარდი ამერიკიდან, 2, 2 მილიარდი რუსეთიდან, 1, 3 მილიარდი აფრიკიდან, 1 მილიარდი ახლო აღმოსავლეთიდან, კიდევ 0, 6 მილიარდი სხვა ქვეყნებიდან, როგორიცაა ნორვეგია, ჩინეთი და ბრაზილია.


2023 წელი: 33, 1 მილიარდი კუბური მეტრი.

2022 წელი: 35, 2 მილიარდი კუბური მეტრი ცვლილება: -6%


0
137
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0