საზოგადოება "არ ვარ კაათ"- რას წერს ელისო კილაძე 2024, 16 ოქტომბერი, 12:30 ჟურნალისტი და გაზეთი "ქრონიკა+" -ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ინგა გრიგოლიას გადაცემაში "რეაქცია" პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, გიორგი გახარიას სტუმრობას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:"არ ვარ კაათ
მოვედი დაქანცული და ბოლომდე ვუყურე გიორგი გახარიას “რეაქციაში”ქართულ ჯიგრულ პონტში რჩევა მაქვს-როგორც ნაცებმა არ უნდა ილაპარაკონ პატიმრებზე, ისე გახარიამ პედაგოგებზე ზეწოლაზე!P.s.კორუფცია რომ არ იყო ოცნების დროს, მოსმენილი გვაქვს მისგან პარლამენტში
ზუგდიდის ოცნების შეკრებას ხვალ ჩავუჯდები!"- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა, სადაც შეკრებილებს მან და "ოცნების" ლიდერებმა სიტყვით მიმართეს.524 შეფასება არ არის |