საქართველო "ჩვენში დარჩეს და... ეს კრამიტებმოცურებული რანაირად იყო ჩვენი პრეზიდენტი?"-გელა ზედელაშვილი 14 ოქტომბერი, 8:08 "კაცი გენიოსი რომ დაიბადები, მთელი დუნიაც რომ მოგდგეს, ვეღარაფერს დაგაკლებს!
ესე იგი, ამის დაობებული დავთრების თანახმად, მამუკა ხაზარაძე უფრო დიდი ქველმოქმედი ყოფილა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი.
გაიგონეთ?
ბიძინამ ჭორვილაში სახლები გადახურა, მამუკა კიდე ახალგაზრდებს ზრდის, ასწავლის, ანკესს აძლევს და არა თევზს.
ამას ბიძინა ივანიშვილისა მარტო ჭორვილა და გადახურული სახლები ახსოვს, სხვა არაფერი, აბა, მეტი რა გაუკეთებია?
აი, მამუკა იქცევა ძაან ჭკვიანურად, მაგარ ფეხბურთელებს ზრდის. რაღაცებს რომ ყვებიან, ხალხს სახლებს ართმევდა და თვითონ იფორმებდაო, მაგასაც იმიტომ აკეთებდა, რომ ადამიანებს ცხოვრება ესწავლათ, მან მოსახლეობას თევზები წაართვა და ანკესები დაურიგა. მა რაააა, ეგრე იყო საჭირო.
ჩვენ ამას ვერ გავიგებთ... ეს რომ გავიგოთ, მარგველას დონის ფილოსოფოსები მაინც უნდა ვიყოთ.
ჩვენში დარჩეს და... ეს კრამიტებმოცურებული რანაირად იყო ჩვენი პრეზიდენტი?
დალახვროს ეშმაკმა!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურანლისტი და ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" დირექტორი გელა ზედელაშვილი.
82 2-ს მოსწონს |
პ.ს. 35 წლიანი დილემა, არჩევანი ცუდსა და უარესს შორის....