x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138960
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512512
სოფოკლე - ოიდიპოს მეფე
ოიდიპოსი შვილებთანოიდიპოსი იყო იოკასტესა და თებეს მეფის ლაიოსის შვილი. ძველ ბერძნებს წესად ჰქონდათ: ვაჟი რომ შეეძინებოდათ, მისნებს აკითხვინებდნენ ახალდაბადებულის სვე-ბედზე. მისნებმა ლაიოსს უმკითხავეს: იგი მამის მკვლელი იქნება და დედას ცოლად შეირთავსო.თავზარდაცემულმა მშობლებმა გადაწყვიტეს შვილის დაღუპვა და გადასცეს მწყემსს ტყეში დასაგდებად. მწყემს შეეცოდა ბავშვი და გადაგდების მაგიერ თავის მეგობარ მეორე მწყემსს მისცა; ამ უკანასკმნელმაც ბავშვი აჩუქა შორეული ფოკიდის უშვილო მეფეს, პოლიბოსს. იზრდება ბავშვი, ვაჟკაცდება, ტოლ-ამხანაგებში გამოირჩევა ტანადობით, მოისრობით კეთილშობილებით. თავის მამად მას პოლიბოსი მიაჩნია, დედად დედოფალი მეროპე. რომ დავაჟკაცდება მიდის, წესისდა მიხედვით, სამისნოში იმის გასაგებად, თუ როგორი იქნება მისი ბედი. სამისნოში მას ეტყვიან: მამის მკვლელი იქნები და დედის ქმარიო. ზარგანხდილი ოიდიპოსი აღარ ბრუნდება შინ, სადაც ეგულება მამად პოლიბოსი და დედად მეროპე. იგი დადის ტყე-ღრე, ნადირობს და ამით ირჩენს თავს.


გავიდა წლები, თებეს მოევლინა სფინქსი, რომელიც საშინლად სტანჯავდა თებეს მცხოვრებლებს. ლაიოსი გაემგზავრა კითერონის მთაზე მდებარე ტაძრისაკენ, რათა ეთხოვა ღმერთქალისათვის დახმარება სდინქსისაგან თავის დასაღწევად. გზაზე შეხვდა მას ერთი ჭაბუკი, რომელთანაც ლაიოსსა და მის მხლებელებს ჩხუბი მოუხდათ. ამ ჩხუბის დროს ჭაბუკმა მოკლა ლაიოსი. ეს ჭაბუკი იყო ოიდიპოსი, რომელიც გამოექცა ბედისწერას ფოკიდიდან.


ჭაბუკმა განაგრძო გზა. თებეს შესასვლელთან მას დახვდა სფინქსი, რომელმაც გამოცანა მისცა ოიდიპოსს; ოიდიპოსმა მაშინვე ამოხსნა ეს გამოცანა და დამარცხებული სფინქსი იქვე უფსკრულში ჩავარდა. თებეს უხუცესთა საბჭოს დაუდგენია, რომ ვინც განათავისუფლებდა თებეს ურჩხულისაგან, ის გახდებოდა თებეს მეფე (რადგან მეფე ლაიოსი დაღუპულიყო) და დაქვრივებულ დედოფალსაც (იოკასტეს) ცოლად მიიღებდა.


ამგვარად, ოიდიპოსმა ორგვარად შესცოდა: მოჰკლა მამა და დედა შეირთო ცოლად. მას ჰგონია, რომ ბედისწერა აიცდინა, რომ გამოიქცა ფოკიდიდან, სადაც დატოვა საგულვებელი პოლიბოსი და დედამ მიჩნეული მეროპე. ბედისწერამ კი თებეს შესასვლელთან უყელა.



ასეა მოთხრობილი ოიდიპოსის თავგადასავალი ბერძნულ მითში.


ამგვარად, ოიდიპოსი თებეს მეფეა. თებელები სიხარულისაგან ცას სწვდებიან, რომ ჰყავთ ასეთი მეფე: ხალხზე მზრუნველი, ხალხისთვის თავდადებული; სასახლის კარები მუდამ ღიაა და ყველას შეუძლია, როცა უნდა, დახმარებისათვის მიმართოს მეფეს.


ქალაქში გაჩნდა შავი ჭირი. აუარებელი მსხვერპლია, ხალხი გმინავს. სასოწარკვეთილებაში მყოფი თებელების შველას სთხოვენ ოიდიპოსს. ოიდიპოსს, როგორც მოამაგე მეფეს, უკვე ზომები მიუღია: მას კაცი გაუგზავნია დელფოს სამისნოში საკითხავად. ბრუნდება სამისნოში გაგზავნილი კრეონი, ოიდიპოსის ცოლის ძმა, და მოაქვს პასუხი - შავი ჭირი მუსრავს ქალაქს იმიტომ, რომ ლაიოსის მკვლელი დაუსჯელად განაგრძობს ქალაქში ცხოვრებას, და ჭირი არ მოისპობა სანამ მკვლელს არ იპოვითო. ოიდიპოსმა არ იცის, რომ სწორედ ის არის ლაიოსის მკვლელი. იგი სიტყვას აძლევს თებელებს, რომ ის უთუოდ აღმოაჩენს მკვლელს.


სოფოკლეს სურს გვიჩვენოს, როგორ მოიქცევა ძლიერი პიროვნება, აღჭურვილი დადებითი თვისებებით, როდესაც ის პირისპირ აღმოჩნდება კატასტროფულ მდგომარეობასთან. ასეთ ფონზე სოფოკლემ დიდი ოსტატობით წარმოგვიდგინა მთლიანობა ძლიერი პიროვნებისა. ოიდიპოსი სახელმოხვეჭილი მეფეა, თავისი ხალხისა და თავისი ოჯახის უზომოდ მოყვარული და უზომოდ კეთილშობილი ადამიანი; ხალხისთვის თავდადება მას თავის უწმინდეს ვალად მიაჩნია. ბრძანება აქვს გაცემული, რომ არავინ შეიფაროს მკვლელი. ვინც არ უნდა იყოს ხალხისთვის უბედურების მიზეზი, ის მას არ დაინდობს. ოიდიპოსი თვითონ კისრულობს ხალხის თავზე დამტყდარი უბედურების გამორკვევას და მიდის კიდეც საუბედურო პასუხამდე.


თვალებდათხრილი ოიდიპოსი











0
129
1-ს მოსწონს
ავტორი:ზაზა ბულია
ზაზა ბულია
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0