საზოგადოება პუდელი უკვე მილიონერია 2012, 22 ოქტომბერი, 13:05 მოკლედ რა აღარ ხდება მსოფლიოში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იტალიაში პუდელი სახელად ჩიკო მილიონერი გახდა. ეს ბედნიერება მას თავისი პატრონისგან ერგო, რომელმაც მთელი თავისი ქონება ძაღლს დაუტოვა გარდაცვალების შემდეგ. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით იტალიელი პუდელი მილიონერი გახდა. როგორც ცნობილია მდიდარმა ქალბატონმა გარდაცვალების შემდეგ მთელი თავისი ქონება პუდელს დაუტოვა. იტალიაში მცხოვრები პუდელი, სახელად ჩიკო, თავისი პატრონის გარდაცვალების შემდეგ მილიონერი გახდა. 84 წლის მდიდარმა იტალიელმა ქალბატონმა მთელი ქონება თავის ოთხფეხა მეგობარზე გადააფორმა. ასევე როგორც ცნობილია მემკვიდრეობა 2 სახლსა და 2 მილიონ ევროს შეადგენს. ალბათ ყველა ფიქრობთ, რომ იტალიელი მილიონერი ძაღლის პატრონი მარტოხელა იყო, მაგრამ არა. ჩიკოს პატრონი მარტოხელა სულაც არ გახლავთ. მას ქალიშვილი და შვილიშვილები ჰყავს. როგორ შეხვდნენ ისინი მოხუცის გადაწყვეტილებას, პრესისთვის უცნობია. ეს გადაწყვეტილება მილიონერი ჩიკოს პატრონმა ქმრის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. მან დახმარებისთვის ადვოკატ ლუჩი ესპოზიტოს მიმართა, რომელმაც ყველა საჭირო საბუთი მოამზადა. იტალიური კანონმდებლობით, შინაური ცხოველებისთვის მემკვიდრეობის დატოვებას იურიდიული ძალა არა აქვს, თუ არ დაინიშნება მეურვე, რომელიც თანხას განკარგავს. მეურვე ვალდებულია სიცოცხლის ბოლომდე ოთხფეხა მემკვიდრე სრულ კომფორტსა და ღირსეულ პირობებში ამყოფოს. ადვოკატმა ესპოზიტომ ეს ვალდებულება სიამოვნებით იტვირთა. 164 6-ს მოსწონს
|