x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შინაური ცხოველების სახალისო და გულისამაჩუყებელი ფოტოები

შინაური ცხოველები — სიხარულისა და სიცილის ნამდვილი წყაროები არიან! კატები, მაგ., ხშირად დასდევენ ძაფის გორგლებს და ყუთებში სხდებიან, მაშინაც კი, თუ ის ზომით არ შეესაბამება. რაც შეეხება ძაღლებს, მათ უსაზღვრო ენერგიას, ხასიათის გამოსწორება, ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია. ენოტი კი, რომლებიც, ბოლო დროს, უკვე შინაურ ცხოველად აღიქმება, მხოლოდ ეშმაკობით კი არა გამოირჩევა, ძალიან მოხერხებულიც არის, რაშიც მას ხელის მსგავსი თათები ეხმარება.

ლეგენდის მიხედვით, ღმერთმა ერთი თაღლითი ადამიანი ცხოველად გადააქცია. მაგრამ, ხელები დაუტოვა... თუმცა ეს, ალბათ, არ უნდა გაეკეთებინა. რადგან, ენოტს, ასეთი თათებით, თავისუფლად შეუძლია ონკანის გაღება და სახლის წყლით დატბორვა. მაცივრის და კარადის უჯრების გაღება სამზარეულოში და ა. შ. ასე, რომ, თუ ამ ცხოველის მოშინაურებას და სახლში ყოლას გადაწყვეტთ. გახსოვდეთ, რომ სულ სიფხიზლეა გმართებთ. თუმცა, მათთან ერთად ცხოვრება, ძალიან სახალისოა. როგორც ამბობენ, ის ძაღლი, კატა და მაიმუნი, ერთდროულად არის. და ყველაზე მთავარი, ენოტი შინაური ცხოველი არ არის და მისი მოშინაურების მცდელობის მთავარი მიზეზი ის არის, რომ აგრესიულობით არ გამოირჩევა.

შინაურმა ცხოველებმა, საკუთარი მიმზიდველობით და საქციელით, ინტერნეტი რა ხანია დაიპყრეს. აქ კი, რამდენიმე ფოტოს გთავაზობთ, რომელიც ნამდვილად გაგახალისებთ:


0
79
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0