საზოგადოებრივი "ე, ბიჭო რა დალევს მაგდენს" - რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი? 12 ოქტომბერი, 17:55
არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: "ულამაზო ქალები არ არსებობენ, არსებობს მხოლოდ არყის მცირე დოზა."
მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთიდან გამოიკვლიეს, თუ რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი, აღმოჩნდა, რომ დათრობის შემდეგ მამაკაცის ტვინში იშლება სახის სიმეტრიულობის აღთქმის უნარი, იგი ვეღარ არჩევს ულამაზო და ლამაზ სახეს, ასე, რომ სახე უფრი სიმეტრიული ეჩვენება, არა და სახის სიმეტრიულობა განსაზღვრავს შემდგომ სილამაზეს. ბრიტანელმა სწავლულებმა როიჰემპტონის უნივერსიტეტიდან(Roehampton University) დაადგინეს მიზეზი, თუ რატომ ეჩვენებათ მთვრალ კაცს ყველა ქალი ლამაზი, ამის შესახებ იუწყება სამეცნიერო გამოცემა Discovery News. მეცნიერებმა ექსპერიმენტისთვის 64-მა სტუდენტი მამაკაცი გამოიყენეს, რომელიც ორ ჯგუფად დაყვეს. პირველ ჯგუფს დაალევინეს ალკოჰოლი, ხოლო მეორე ჯგუფი ფხიზელი იყო, მათ წინ დაულაგეს ქალების ფოტოები, სიმეტრიული და ასიმეტრიული სახით. საოცარია, მთვრალებმა სწორედ ის ქალები მიიჩნიეს მომხიბვლელად, რომლებიც ფხიზლებისთვის მიუღებელი იყო. როიჰემპტონის უნივერსიტეტში მიღებული მონაცემები დაადასტურა ბრისტოლის უნივერსიტეტმა. მათ დაადგინეს კიდეც, რამდენი უნდა დალიოს ინგლისელმა, რომ ქალი უფრო მიმზიდველი გახდეს მისთვის: ერთნახევარი პინტი ლუდი საკმარისია. ჩვენი სტანდარტებით, ეს არის ერთნახევარ კათხაზე ცოტა მეტი (1 ინგლისური პინტი უდრის 0, 568 ლიტრს). P.S.უნებურად გაგახსენდებათ ცნობილი ანეკდოტი:ჭიჭიკია ურეკავს ბიჭიკიას, ამოდი ბიჭო ორი ნაშა მყავს ახლა აქანე სახლში. -როგორები არიან კარგები თუ მაინც არიან?-ეკითხება ბიჭიკია -რომ დალევ წავა რა. მივა ბიჭიკია შეხედავს ქალებს და ჩაილაპარაკებს:"ე ბიჭო რა დალევს მაგდენს?" 238 2-ს მოსწონს
|