ქალი და მამაკაცი ჰქონდა თუ არა ალა პუგაჩოვას რომანი ფიდელ კასტროსთან? 2024, 12 ოქტომბერი, 10:11 ![]() პრომადონას გარშემო მრავალი ლეგენდა და ბურუსით მოსილი ისტორია არსებობს.ერთ-ერთი უკავშირდება ალა პუგაჩოვას გასტროლებს კუბაში 1981 წელს. 1981 წლის 21 აპრილიდან—11 მაისამდე პუგაჩოვამ რამდენიმე კონცერტი გამართა კუბის ქალაქებში(პინარ-დელ-რიო, ჰავანა, გუანტანამო, სანტიაგო-დე-კუბა, ოლგინე). კონცერტების დასასრულისთანავე პუგაჩოვა სუკის აგენტების თვალსაწიერიდან უცებ გაქრა.მომღერალს სუკის თანამშრომლები სულ უკან დაჰყვებოდნენ უცხოეთში გასტროლების დროს, თუმცა ამჯერად ალას ვეღარ პოულობდნენ. ![]() ფეხზე დადგა კუბის უსაფრთხოების სამსახურიც, მიდგნენ, მოდგნენ, თუმცა მალევე ფიდელ კასტოს დამხმარემ მშვიდად განაცხადა, -ნუ ეძებთ პუგაჩოვას, სამი დღის შემდეგ იგი თვითონვე გამოჩნდებაო.მართლაც ასე მოხდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ალას ტალანტით "აღფრთოვანებულმა" მექალთანე ფიდელმა მომღერალი თავის რეზიდენციაში მიიწვია და კიდევ ერთი ქალი შემატა მრავალრიცხოვან "კოლექციას" ამის შემდეგ სუკი ყველანაირად ეცადა, რომ პრიმადონას და კუბის ლიდერის კონტაქტები შეწყვეტილიყო. ![]() პუგაჩოვა 18 მაისს დაბრუნდა მოსკოვში. მომღერლის ბევრი ფანი დარწმუნებულია, რომ სწორედ ეს ამბავი აღწერილია სიმღერაში "სამი ბედნიერი დღე".(3 счастливых дня) 145 3-ს მოსწონს
|