კინო ალიკვალი ბაბუაა – ალენ დელონის შვილიშვილი, რომელიც ცნობილი გვარის ტარებაზე უარს ამბობს 15 ოქტომბერი, 8:53 1986 წ. საფრანგეთის პროვინციულ ქალაქში ელისონ ლე ბორჟე დაიბადა. დედა მარი–ელენ ბორჟე ადგილობრივი კაბარეს მოცეკვავე იყო, სადაც ერთხელ, ცნობილი მსახიობის შვილი, ენტონი დელონი შევიდა. მათი კავშირი ხანმოკლე იყო... ბავშვის მომავალ მამას მისამართიც კი არ უკითხავს მოცეკვავისთვის... მალე ქალი მიხვდა, რომ ფეხმძიმედ იყო და ბავშვი ისე გააჩინა, რომ ენტონისტვის არაფერი უთქვამს. ვიდრე ელისონი პატარა იყო, მარტოხელა დედა ფინანსურ ხარჯებს, ცუდად, თუ კარგად, უმკლავდებოდა. ბავშვი, სკოლასთან არსებულ, დრამ–წრეზე დადიოდა და პატარაობიდანვე იცოდა, თუ ვინ იყო მისი მამა და ბაბუა. ელისონი 11 წლის იყო, როდესაც ენტონმა მისი არსებობის შესახებ შეიტყო. გოგონა აშკარად ნიჭიერი იყო და მას კერძო გაკვეთილები და კარგი განათლება სჭირდებოდა... ქალიშვილის არსებობის ინფორმაციის გაგების შემდეგ, გოგონას გასაცნობად მამა და ბაბუა მივიდნენ. მაგრამ, ბავშვი ნათესავად არ აღიარეს და დნმ–ის გაკეთება მოითხოვეს. 13 წლიდან გოგონა სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობდა, მაგრამ სრულფასოვანი ხელშეკრულებების და მუშაობისთვის, დამატებითი განათლება იყო სჭირდებოდა, რისთვისაც ოჯახს ფული არ ჰქონდა. 14 წლის ასაკში გოგონა ფოტომოდელად მუშაობდა და დამატებით თანხას გამოიმუშავებდა, ხოლო 15 წლის ფილმში – «ცისფერ კუნძულში» «L'île bleue» (2001) გადაიღეს და სამოდელო კურსები დაამთავრა. ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ალენ დელონმა შვილიშვილი აღიარა. ამასთან, დნმ–ს ანალიზის გარეშე, რადგან ის მას ძალიან ჰგავდა და საკუთარ თავს ახსენებდა. მან ელისონს, მის გვარზე გადასვლაც კი შესთავაზა, მაგრამ ამაყმა გოგონამ დელონის გვარის ტარებაზე უარი თქვა... და უფრო მეტიც, ის ხმამაღლა აცხადებს, რომ საფრანგეთში ცნობილ გვართან, საერთო არაფერი აქვს. სკოლის დამთავრების შემდეგ, გოგონამ თეატრალურ კოლეჯში ჩააბარა. სწავლის დასაფინანსებლად კი, რესტორანში მუშაობდა და ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობდა. დღეს ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ელისონი ნამდვილად ალენ დელონის შვილიშვილია, მაგრამ კარიერა მან, შრომის, გამძლეობის და დედის მხარდაჭერის წყალობით, თავად აიწყო. ალენ დელონთან ნათესაობის მიუხედავად, ელისონ ლე ბორჟემ მსახიობობა არ ისურვა. ცნობილი ბაბუისგან განსხვავებით, რომლის ფილმოგრაფია 100–ზე მეტ როლს ითვლის, მან მონაწილეობა მხოლოდ რამდენიმე ფილმში მიიღო. ელისონის ბოლო ნამუშევარი კინოში, 2016 წელს გადაღებული «Neon Angel» (ნეონის ანგელოზი)–ია, რომელსაც განსაკუთრებული ფურორი არ გამოუწვევია. დღეს ის სამოდელო კარიერას აგრძელებს და პარიზის და ამერიკის მოდის სახლებთან თანამშრომლობს. მისი სურათები ისეთი ჟურნალების გარე ყდაზე დაიბეჭდა, როგორიც Vogue, Grazia, Estilo და Vanity Fair–ია. ელისონს უყვარს მუსიკა, წერს სიმღერის ტექსტებს და თავადვე ასრულებს. მას არაერთი სტუდიური ჩანაწერი აქვს. თუმცა, ფართო საზოგადოების წინაშე წარსდგომას, არ ჩქარობს. ის ძალიან მოკრძალებულია, არ უყვარს ხმაურიანი წვეულებები, ხოლო ამპარტავნობას, როგორც თავად ამბობს, წყობილებიდან გამოჰყავს. მას ბევრი გამომწერი ჰყავს სოციალურ ქსელებში. პირად ბლოგზე, ის საკუთარ კულინარიულ ექსპერიმენტებს აზიარებს და ეხმარება გოგონებს, ირწმუნონ საკუთარი თავი და ოცნების გზაზე არ გაჩერდნენ. არხის სხვა სიახლეები:* ვანგას წინასწარმეტყველება 2024 – 2046 წლებზე და 200 წლის შემდეგ* დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, სტალინი ჰიტლერს არ აღიზიანებდა...* შინაური ცხოველების სახალისო და გულისამაჩუყებელი ფოტოები* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას343 1-ს მოსწონს
|