x
image
სესილი
ბადრიჯნის მურაბა
image

მასალად საჭიროა:

ბადრიჯანი - 100ცალი

კირი - 1მუჭი


შაქარი - 3კგ

მიხაკ-დარიჩინი - გემოვნების მიხედვით

ბადრიჯნები დავთალოთ და დავჭრათ ოთხად, ისე რომ თითოეულ ნაჭერს ცოტაოდენი ყუნწი დავუტოვოთ. ეს მცირეყუნწიანი ბადრიჯნის ნაწილი ისე გავთალოთ, რომ მთელი ბადრიჯნის ფორმა მივცეთ. კაკლებიც მოვაშოროთ. გათლისთანავე თითოეული ცივ წყალში ჩავყაროთ. გათლას რომ დავამთავრებთ, ბადრიჯნები წყლიდან ამოვიღოთ და ჩავყაროთ ცალკე ჭურჭელში. ზედ დავასხათ კირნარევი წყალი. ბადრიჯნები კირნარევ წყალში დავტოვოთ ორი საათის განმავლობაში. შემდეგ დიდხანს ვრეცხოთ ცივ წყალში, ისე როგორც ვრეცხავთ ხოლმე სამურაბე წენგოს. შემდეგ გავავლოთ გაცხელებულ თაფლიან წყალში.

სიროპი მოვადუღოთ შემდეგი პროპორციით: ყოველ 100ცალ ბადრიჯანზე 3კგ შაქარი და 10ჭიქა წყალი. მურაბა უნდა ვხარშოთ, სანამ შაქრის სიტკბო ბადრიჯნის გულში არ შეაღწევს, ხოლო თვით ბადრიჯანი გამჭვირვალე და კრიალა ფერის არ გახდება. ხარშვის დროს მურაბის ჭურჭელში ჩავდოთ მიტკალში გახვეული მიხაკ დარიჩინი.

0
220
1-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0