x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბრიტანეთში დაიჭირეს ყველაზე იდეალური ქურდი: ის სახლში შეიპარა, დარეცხა თეთრეული, დაამზადა სადილი და გარეცხა ჭურჭელი
image

ბრიტანეთის ქალაქ კარდიფში დასრულდა მეტსახელად „იდეალური ქურდის“ სასამართლო პროცესი. დამიან ვოინილოვიჩმა (მისი გვარით თუ ვიმსჯელებთ, ყოფილი სოციალისტური ბანაკის სლავური ქვეყნებიდან უნდა იყოს ) 2024 წლის 16 ივლისს ჩაიდინა ყველაზე სასაცილო დნაშაული უახლეს ისტორიაში.


BBC-ის ინფორმაციით ერთი ბრიტანელი ქალის სახლში შესვლის შემდეგ, მისტერ ვოინილოვიჩი საკმაოდ მოულოდნელად მოიქცა. ჯერ ჩიტებს შეუვსო საკენკი, შემდეგ მის ბაღში მცენარეების ქოთნები „უფრო მხატვრულად“ გადაალაგა. მერე მისი ჭუჭყიანი თეთრეული გარეცხა და ჩამოკიდა გასაშრობად და ბოლოს, მშვენიერი სადილი მოამზადა (პროდუქტები ნაწილი დიასახლისისგან აიღო, ცოტაც თან მოიყოლა). მძარცველმა ამ სადილის ნახევარი კანონიერ მფლობელს დაუტოვა, დანარჩენი კი თავად შეჭამა. რა თქმა უნდა ჭურჭლის გარეცხვაც არ დაავიწყდა და აბაზანაში კბილის ჯაგრისებზე თავსახუფები შეცვლა ისე, რომ „ფერთა ჰარმონიული გამა“ მიეღო.


ბოლოს კი ნაგვის ურნიდან სავსე ტომარა სოფლის ნაგავსაყრელზე წაიღო. წასვლის წინ, დიასახლისს დაუტოვა ტკბილეულის სავსე ვაზა და შენიშვნა: "ნუ გეშინია, იყავი ბედნიერი, გემრიელად მიირთვით".



ვოინილოვიჩის დაჭერა გასაკვირი არ იყო - მას არც უცდია დამალვა, გატეხილ სახლში თითის ანაბეჭდები დატოვა და ვიდეოსათვალთვალო კამერაზეც გამოჩნდა. თუმცა, სინამდვილეში, სახლის გატეხვა ფაქტობრივად არცაა საჭირო - გარეუბნებში უყურადღებო ბრიტანელები თავიანთი სახლის ფანჯარას ხშირად სტოვებენ ღიას.


ძნელი სათქმელია, რამ განაპირობა ასეთი საქციელი. ალბათ, სისუფთავისა და წესრიგის სიყვარული უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე გაძარცვის სურვილი. ადვოკატის თქმით, დამნაშავე უსახლკაროა, განიცდის ცხოვრებისეულ სირთულეებს და ზოგადად არავის ცუდს არაფერს უკეთებს. საბოლოოდ, სასამართლომ გამოიჩინა ჰუმანურობა და 36 წლის მამაკაცს ერთი წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მისცა, თუმცა მგონი ესეც ბევრია.


0
704
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
704
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0