x
მეტი
  • 30.12.2024
  • სტატია:139138
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512639
10 საოცარი ფაქტი აღდგომის იდუმალი კუნძულის შესახებ

აღდგომის კუნძული, რომელიც ასევე რაპანუის სახელითაც არის ცნობილი, იდუმალი ადგილია, რომელიც უამრავ გამოცანას და საიდუმლოს ინახავს და შთამბეჭდავი მოაის ქანდაკებებით არის ცნობილი.

ამ სტატიაში, კუნძულთან დაკავშირებულ, ყველაზე საინტერესო ფაქტებს გაგაცნობთ.


image


I. ყველაზე დაშორებული კუნძული მსოფლიოში. აღდგომის კუნძული წყნარ ოკეანეში მდებარეობს და ყველაზე შორეული დასახლებული კუნძულია დედამიწაზე. ის ჩილეს სანაპიროდან 3700 კმ-ზე მეტით და კ. ტაიტიდან – 4200 კმ-ზე მეტი მანძილით არის დაშორებული.


II. აღდგომის კუნძული შემთხვევით აღმოაჩინეს. აღდგომის კუნძული ევროპელებმა 1722 წ. აღმოაჩინეს. ჰოლანდიელი მოგზაური იაკობ როგევინი მას, სრულიად შემთხვევით, გადააწყდა. დღე როდესაც კუნძული აღმოაჩინეს, აღდგომა იყო და ამიტომ მას, "აღდგომის კუნძული" დაარქვეს.


III. მოაის ქანდაკებები კუნძულზე, ერთადერთი ღირსშესანიშნაობა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქანდაკებები, აღდგომის კუნძულის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა, ერთადერთი უძველესი ძეგლები არ არის. მაგ., კუნძულზე გამოქვაბულებია, ნახატებით, რომელსაც "ფრინველის ნახატებს" უწოდებენ. ასევე, ქვის პლატფორმები და სვეტები, რომელსაც "ahu"–ს ეძახიან.


IV. კუნძული არქეოლოგიური საგანძურია. აღდგომის კუნძული, ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ადგილია მსოფლიოში. მასზე უამრავ უძველეს არტეფაქტია, რომელიც ისტორიულ და კულტურულ ფასეულობას წარმოადგენს.


V. მოაის ქანდაკებები, გარდაცვლილი წინაპრების პატივსაცემად შექმნეს. ქანდაკებები, დაახლოებით, XIII – XVI სს. შეიქმნა და ქვის პლატფორმებზეა დამონტაჟებული. საერთო ჯამში, კუნძულზე 900–ზე მეტი ქანდაკებაა.


VI. იდუმალი მოაი დღემდე გამოცანად რჩება. აღდგომის კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ასპექტიმოაის ქანდაკებებია. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი მათგანის წონა 10 ტონას აღემატება, ზოგიერთის კი – 80 ტონას აჭარბებს, ადგილზე მიტანა და მონტაჟი, მექანიზებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა, არქეოლოგებმა ჯერ კიდევ არ იციან, როგორ მიაღწიეს კუნძულელებმა ამ მიზანს.


VII. არა მხოლოდ ტურისტები... აღდგომის კუნძულს ბევრი ცნობილი მოგზაური და მეცნიერი სტუმრობდა. მათ შორის, ჯეიმზ კუკი და თურ ჰეიერდალი.


VIII. მთელი კუნძული ნაკრძალია. 1935 წ. აღდგომის კუნძული ჩილეს ეროვნულ პარკად გამოცხადდა. ხოლო ამჟამად, ნაკრძალია, რომელიც მის ბუნებას და კულტურულ მემკვიდრეობას იცავს. ნაკრძალი, მხოლოდ კუნძულს კი არა, არამედ, მიმდებარე ოკეანის წყლებსაც მოიცავს, რაც ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის დაცვას უზრუნველყოფს.


IX. ადგილობრივი მოსახლეობის ეთნო–კულტურა, დღემდეა შემორჩენილი. აღდგომის კუნძული, აბორიგენებით არის დასახლებული, რომლებიც წინაპართა ტრადიციებს და ცხოვრების წესს დღემდე ინარჩუნებენ. ისინი რაპანუის ენაზე საუბრობენ, ტრადიციულად აგრძელებენ თევზ რეწვას და მიწათმოქმედება.


X. აღდგომის კუნძული – პოპულარული ტურისტული ადგილი, რომელიც ყოველწლიურად, ათასობით ტურისტს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. შესაძლოა, ეს იდუმალ მოაის ქანდაკებების და კუნძულთან დაკავშირებულ გამოცანებს უკავშირდება, რომლებიც დღემდე ამოხსნილი არ არის. ტურისტებს ასევე შეუძლიათ კუნძულის კულტურა შესწავლა, პლაჟებზე დასვენება, ან კატამარანებით გასეირნება.


აღდგომის კუნძული – უნიკალური ადგილია, მდიდარი ისტორიით და კულტურული მემკვიდრეობით. ის საიდუმლოდ რჩება, მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის და ტურისტებს საკუთარი სილამაზით იზიდავს.

image
არხის სხვა სიახლეები:


* რას ნანობდა ჰიტლერი სიკვდილამდე ერთი დღით ადრე? – ფიურერის უკანასკნელი ინტერვიუ

* ყველაზე შავ–ბნელი დღე უახლეს ისტორიაში

* ფოტოები კარგი განწყობისთვის

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას



0
275
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0