პოლიტიკა ისრაელის თავდაცვის მინისტრი ირანს რჩევებს აძლევს 6 ოქტომბერი, 18:09 ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ირანმა ვერ მიაყენა ზიანი ისრაელის საჰაერო ბაზებს მათზე რაკეტების გასროლით. ამას მოწმობს „ოპერატიული მიღწევები“ ღაზას სექტორსა და ბეირუთში. გალანტი ეწვია ნევატიმის საჰაერო ბაზას, რომელზეც ირანის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. სამხედრო მეთაურმა განაცხადა, რომ „არც ერთი ესკადრილი არ დაშავებულა, არც ერთი თვითმფრინავი არ დაზიანებულა“. მისი თქმით, ირანის დაბომბვა ხელს არ შეუშლის თელავივს შემდგომი ოპერაციების განხორციელებაში. „ვინც ფიქრობს, რომ ისრაელის ზიანის მიყენების მცდელობა შეგვაკავებს მოქმედებისგან, უნდა გადახედოს ჩვენს ოპერატიულ მიღწევებს ღაზასა და ბეირუთში.“- თქვა გალანტმა. მისი თქმით, ირანის თავდასხმას პასუხი მოჰყვება „შესაბამის ადგილას და შესაბამის დროს“. მანამდე ამერიკელმა სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ისრაელი აქამდე აწყდებოდა მოწინააღმდეგეებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საჰაერო თავდაცვის სისტემები და თანამედროვე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები. სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება უარესობისკენ ისრაელისთვის, თუ ის ჩაერთვება ირანთან ომში. 5 შეფასება არ არის
|