სხვა პლატონი - ფედონი 6 ოქტომბერი, 12:37
ფედონი არის პლატონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიალოგი. აქაც, როგორც სხვა დიალოგებში მთავარი პერსონაჟი სოკრატეა.
წიგნი მოგვითხრობს სოკრატეს ბოლო დღეზე. მას აბსურდული ბრალდებები წაუყენა ათენის დემოკრატიამ და ახალგაზრდების გარყვნასა და ძველი ღმერთების გმობაში დაადანაშაულა.
დილეგში, სიკვდილისთვის განწირულ სოკრატეს ირგვლივ მისი მოსწავლეები ახვევია თავს და უკანასკმნელ გაკვეთილს უტარებს მათ.
დიალოგის თანახმად, სამყაროში არსებობს ნივთები, რომლებიც ერთმანეთის არსებობის მიზეზები ხდებიან და ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. მაგალითად სამართლიანობა უსამართლობას. ასეა სიკვდილის შემთხვევაშიც. სიცოცხლისაგან იბადება მკვდარი, ხოლო სიკვდილისაგან ცოცხალი. სიკვდილს დაბადება უპირისპირდება, რომელსაც პლატონი სულის აღდგომას უწოდებს და ასე გრძელდება უსასრულოდ. მაშასადამე აღდგომა ყოფილა ის დაბადება, რომელიც მკვდართაგან აღადგენს ცოცხალს. პლატონის აზრით, სიკვდილის შემდეგ სული ჩადის ჰადესში და ისევ უკან ბრუნდება და სახლება სხვა სხეულში. პლატონის აზრით, სული ბევრად უფრო ადრე არსებობდა, ვიდრე ის სხეულში ჩასახლდებოდა და ის ცოდნა, რომელიც სულს ამ სამყაროში მოგონებების სახით შემორჩა სხვა არაფერია თუ არა უფრო დიდი სამყაროდან მიღებული ჭეშმარიტი ცოდნა. ეს ულმაზესი დიალოგი მშვენივრად აღწერს სულის არსებობის იდეას და ამტკიცებს კიდეც მას, მაგალითდ: წარმოვიდგინოთ კენტობის იდეა. ავიღოთ ნებისმიერი კენტი ციფრი, მაგალითდ სამი. კენტობის იდეა ვრცელდება სამში, თავისთავად სამობის იდეაც გულისხმობს კენტობის იდეას. სამი არასდროს გახდება ოთხი, ანუ ის ეწინაღმდეგება ლუწობის, ანუ ოთხობის იდეას, რადგან ოთხი ლუწია. გამოდის კენტი და ლუწი ერთმანეთს ისე ეწინააღმდეგებიან, როგორც ცივი და ცხელი. სული სიცოცხლის ნაწილია, რადგან სხეული რომ ცოცხალი იყოს, მასში უნდა გამოვლინდეს სული. სულს ყოველთვის სიცოცხლე შეაქვს მასში, რაშიც ის ვლინდება. სიცოცხლეს უპირისპირდება სიკვდილი. სული არასდროს მიიღებს მოპირისპირეს მისას, რაც მუდამ თანა სდევს მას. მაშასადამე, მას, რაც არ იღებს ლუწს, ვუწოდებთ კენტს, მას რაც არ იღებს სამართლიანს, ვუწოდებთ არასამართლიანს, მას რაც არ იღებს მუსიკურს, ვუწოდებთ არამუსიკურს, ხოლო მას, რაც არ იღებს სიკვდილს, ვუწოდებთ უკვდავს. სული არ იღებს სიკვდილს. სული უკვდავია. პლატონი ეწინააღმდეგება ჰარმონიული სუკის არსებობას, რადგან სული მუდმივად ეწინააღმდეგება სურვილებს. სურვილებთან ერთად ცხოვრება კი ნიშნავს ჰარმონიას. თუ გშია სული გეუბნება, არ ჭამო, თუ გწყურია სული გეუბნება, არ დალიო. მაშასასდამე ამ დიალოგის თანახმად, სული არსებობს, ის უკვდავია და არაჰარმონიული. 55 3-ს მოსწონს
|