მუსიკა ნოსტალგია-ჯო დასენი -5 საუკეთესო სიმღერა 2024, 5 ოქტომბერი, 16:23 ![]() ![]() ადრეული 1970-იანი წლებიდან მოყოლებული დასენის სიმღერები უკვე საფრანგეთში ჰიტებად იქცა. ის სიმღერებს, ფრანგულისა და ინგლისურის გარდა, ასევე გერმანულად, ესპანურად, იტალიურად და ბერძნულად წერდა. ![]() კანში გამართულ კონცერტზე, 1980 წლის 18 ივლისს, დასენი კონცერტის დროს სცენაზე ცუდად გახდა მომღერალმა ფერი დაკარგა მიკროფონს ჩაებღაუჭა, წყვეტს სიმღერას და ამბობს: "ბოდიში, თავს კარგად არ ვგრძნობ!" შეშფოთებული მაყურებელი ჩუმდება, ჯო ბარბაცით უჩინარდება კულისებში, სადაც მას ინექციას უკეთებენ. რამდენიმე წუთის შემდეგ, დასენი ბრუნდება სცენაზე; მიკროფონთან მიდის და ამბობს: „ხალხი მოვიდა ჩემს მოსასმენად, მე მათთვის უნდა ვიმღერო“. გაოგნებული და მადლიერი მაყურებელი მას მქუხარე ოვაციებით აჯილდოვებს, მაგრამ რამდენიმე წამში, ტაშის ფონზე, დასენი პირდაპის სცენაზე გონებას კარგავს . იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა მიოკარდიუმის ინფარქტი დაუდგინეს. ![]() დასენი წვება ნეილის ამერიკულ საავადმყოფოში. 26 ივლისს მომღერალმა თავის ახალ მეგობარ ნატალისთან ერთად, ტაიტიზე გამგზავრება გაადაწყვიტა დასვენების და გამოჯანმრთელების მიზნით. ლოს-ანჯელესიდან, პარიზსა და პაპეეტეს შორის თვითმფრინავის ტრანზიტული დაშვებისას, მას მორიგი გულის შეტევა ემართება. ჯო ტაიტიზე სრულიად გულგატეხილი და დეპრესიული ჩავიდა. მომღერლის მხარდასაჭერად მისთვის ძვირფასი ადამიანები აკითხავდნენ; დედა, ბეატრის ლონერ-დასენი, ორივე ვაჟი და კლოდ ლემელი. ჯო ცდილობს დაივიწყოს თავისი პრობლემები, მაგრამ მან მხოლოდ მცირე ხნით შეძლო დასვენება საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. პაპეეტეში, 1980 წლის 20 აგვისტოს, რესტორან Chez Michel et Eliane-ში ის უგონოდ დაეცა. ეს იყო მესამე გულის შეტევა იმ ზაფხულს.მომღერალი ადგილზე გარდაიცვალა.ჯო დასენი მხოლოდ 42 წლის იყო. ![]() ჯო დასენი საფრანგეთზე არანაკლებ პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში.დღეს შემოგთავაზებთ ტოპ 5 სიმღერას, რომელიც ვფიქრობ ესიამოვნება უფროს(და არა მარტო) თაობას. 87 2-ს მოსწონს
|