x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მაკდონალდსში" ნამდვილი მონები აღმოაჩინეს: ბანდა აიძულებდა მათ ბურგერების მომზადებას დღე-ღამის განმავლობაში
image

ჩეხეთიდან ჩამოსულმა ბანდამ დიდ ბრიტანეთში ნამდვილი მონების ქსელი შექმნა, იუწყება Daily Mail-ი. მინიმუმ 16 ჩეხი წლების განმავლობაში მუშაობდა ბრიტანულ "მაკდონალდსსა" და დიდ საცხობში კვირაში 70-100 საათი და მთელ ფულს აძლევდნენ თავის „ბატონებს“ - თანამემამულეებს.


თანამედროვე მონობის აშკარა ფაქტი პოლიციამ ხუთი წლის წინ გამოავლინა, მაგრამ ფართოდ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა, როდესაც გაიმართა მონათმფლობელების სასამართლო პროცესი. გასაკვირია, რომ კომპანიებმა, სადაც მსხვერპლები მუშაობდნენ, იგნორირებას უკეთებდნენ მათ ცხვირწინ აყვავებულ მონობას.


გამოძიებამ დაადგინა რომ სქემა, რომელმაც მონების მფლობელებს ათასობით ფუნტი მოუტანა, საკმაოდ მარტივია.



2012 წლიდან ძმები ერნესტ და ზდენეკ დრევენაკები მშობლიურ ჩეხეთსა და მეზობელ ქვეყნებში ეძებენ უსახლკარო და უმუშევარ ადამიანებს, მათ სთავაზობდნენ ღირსეულ სამუშაოოს, პერსპექტივაში უდგამდნენ ოქროს მთებს, ჩამოყავდათ დიდ ბრიტანეთში, ასაქმებდნენ " მაკდონალდსში" ან პურის საცხობში. მერე პასპორტებს ართმევდნენ და მუქარითა და ძალადობით აიძულებდნენ დღეების განმავლობაში ემუშავათ.

ხელფასიდან კვირაში მხოლოდ რამდენიმე ფუნტს იღებდნენ - ისიც მცირე ულუფისთვის. თავისუფალ დროს „მფლობელები“ ​​აიძულებდნენ დაზარალებულებს საშინაო საქმეების შესრულებას.


სქემის გასაიდუმლოების მიზნით, კრიმინალებმა აუკრძალეს თავიანთ მონებს ტელეფონების ქონა, ინტერნეტით სარგებლობა, ხოლო ვიდეოკამერების გამოყენებით მათ მონიტორინგს ახდენდნენ. "დისციპლინის" დამრღვევებს აშინებდნენ და სცემდნენ.


უბედურ ადამიანებს გაქცევის ეშინოდათ: ბანდას ბევრი მეგობარი ჰყავდა ბრიტანეთში, ვინც გაქცევას ეცადა, მალევე დააბრუნეს. ასევე რთული იყო ვინმე უცხოსთვის მათი მდგომარეობის შესახებ მოყოლა: არცერთმა დაზარალებულმა არ იცოდა ინგლისური.


საბოლოოდ, დაზარალებულებმა შეძლეს ჩეხეთის პოლიციასთან დაკავშირება, რომლებმაც ინფორმაცია ბრიტანელ კოლეგებს გადასცეს..


"მაკდონალდსმა " და სხვა დამსაქმებლებმა თვალი დახუჭეს თანამშრომლებს შორის თანამედროვე მონობის აშკარა ნიშნებზე: რამდენიმე მიგრანტი ცხოვრობდა იმავე მისამართზე, იღებდა ხელფასს ერთ საბანკო ანგარიშზე და მუშაობდა გაუთავებელად საათებით. სქემის გამოვლენის შემდეგ, "მაკდონალდსმა" განაცხადა, რომ მათ ამის შესახებ არ იცოდნენ და დაჰპირდნენ, რომ „შეცდომებზე იმუშავებდნენ“.


ექვსი ადამიანისგან შემდგარმა ჩეხურმა ბანდამ ჩაიჯიბა მინიმუმ 215 000 ფუნტი სტერლინგი თანამემამულეების ექსპლუატაციის გზით, რომელსაც ხარჯავდნენ მოგზაურობაში, ძვირადღირებულ მანქანებში, სამკაულებსა და უძრავ ქონებაში.


46 წლის ერნესტ დრევენაკს 12, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მის თანამზრახველს კი 10, 5 წელი. დარჩენილი კრიმინალების სასჯელის ზომა არ ვრცელდება.


დეტექტივმა ნიკ ვებბერმა საქმის შემდგომ პრესას განუცხადა: „დრევენაკი და ბუბენჩიკოვა სარგებლობდნენ დაუცველი ადამიანებით, რომლებსაც არ გაუმართლათ. დიდ ბრიტანეთში ცხოვრებისა და მუშაობის იდეა იყო მათთვის ოცნება, მაგრამ გაყიდეს".


ამავდროულად, კრიმინალები ისე იქცეოდნენ, რომ თითქოს მსხვერპლს ''სიკეთეს უკეთებდნენ“.

0
212
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0