x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
6 რამ, რასაც ყოველდღე აკეთებენ ყველაზე ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვების მშობლები
image



რა უნდა გააკეთოთ, რომ თქვენი შვილები საკუთარი თავის უკეთეს ვერსიებად გაიზარდონ? საუკეთესო მშობლების 6 ქცევითი თავისებურება.



1. შვილებს ეხუტებიან კავშირის დასამყარებლად

image



როგორც საზოგადოება, შეხებას ნელ-ნელა ვშორდებით. მაგრამ შეხება ადამიანთა კომუნიკაციის ერთ-ერთი მეთოდია. ჩაეხუტეთ შვილს, ხელი ჩასჭიდეთ, თავზე ხელი გადაუსვით. როცა გაიზრდებიან, მათთან ერთად იცეკვეთ და ითამაშეთ. ეს მომენტები არასდროს დაავიწყდებათ.



2. ბავშვში მადლიერების პრაქტიკას ნერგავენ


image



განსაზღვრეთ, რისთვის ხართ მადლიერი. დაიწყეთ მარტივი ნივთებით, როგორიცაა სახლის ქონა და თბილი საწოლი. ეს ოჯახში მადლიერების კულტურის ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს. თქვენი შვილი სწავლობს იმისგან, რასაც აკეთებთ და ამბობთ. მადლიერების გრძნობის გაღვივება თანაგრძნობის და იმედის შექმნაში გვეხმარება.



მაცივარზე გააკარით მადლიერების ცხრილი სასაცილო მარკერებით. ისე გააკეთეთ, რომ ბავშვისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ასე შეძლებს დაწეროს ან დახატოს ის, რისთვისაც მადლიერია და ამას ყველა დაინახავს.



3. შვილებს უმღერიან

image



ბავშვებს უყვართ მშობლების ხმის მოსმენა. არ იდარდოთ იმაზე, როგორ ჟღერს თქვენი ხმა, უბრალოდ იმღერეთ. თქვენი შვილის სახელი ან მისი საყვარელი სიმღერა იმღერეთ. დააკვირდით, როგორ აინთება მათი თვალები, როცა უმღერით. როცა ბავშვები პატარები არიან, ბუნებრივად ყვებიან სიმღერას. ეს კარგი მეთოდია შვილთან კონტაქტის დასამყარებლად.



4. ერთად ტკბებიან „უწესრიგობით“

image



როცა ზედმეტად ღელავთ წესრიგის დაცვაზე, შვილთან ერთად სიხარულის მომენტებს ხელიდან უშვებთ. 10 წლის შემდეგ უწესრიგობას მნიშვნელობა არ ექნება. შეწყვიტეთ ფიქრი იმაზე, რას იფიქრებენ თქვენი მეგობრები და ნათესავები. მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს თქვენი შვილი და ის, რომ მასთან ემოციური კავშირი გაქვთ. როცა გაიზრდებიან, არ ემახსოვრებათ არეულობა, არამედ ემახსოვრებით თქვენ.



5. ყოველდღიურ ცხოვრებას პოზიტიურ მტკიცებულებებს მატებენ

image



გახსოვდეთ, თქვენი შვილი ცდილობს, იპოვოს თავისი ადგილი მსოფლიოში. ეს ყოველთვის ადვილი არ არის. ბევრი ზრდასრული ჯერ კიდევ ცდილობს ადგილის პოვნას მსოფლიოში. დაადასტურეთ თქვენი შვილის პოზიტიური არჩევანი. უბრალო ღიმილი გზავნილს აძლევს, რომ მის არჩევანს ეთანხმებით. თქვენი შვილის იდეებისთვის ღია იყავით და ახლის გამოცდის საშუალება მიეცით. ბავშვებს ხმამაღლა ფიქრი უყვართ. ამას აუცილებლად დაუჭირეთ მხარი. ეს ბავშვში კრეატივის გამოვლენას ხელს შეუწყობს.



6. სამყაროს ერთად იკვლევენ

image



ყოველ კვირა დრო გამოყავით, რომ ბავშვმა რაღაც ახალი შეისწავლოს. გაიარეთ კულინარიის კურსები ბავშვთან ერთად ან ცეკვის კურსი. არ იდარდოთ იმაზე, როგორ გამოიყურებით. ეს შანსებს გაათანაბრებს. ბავშვი დაინახავს, რომ თქვენც იმავე სირთულეებს გადიხართ. დაინახავს, რომ თქვენც გაქვთ ცხოვრებაში სირთულეები და ტრიუმფები. ასე ბავშვი აცნობიერებს, რომ აუცილებელი არ არის, იყოს იდეალური.



image



გახსოვდეთ, ყველა კარგი მშობელი შეცდომებს უშვებს. საუკეთესო ზრახვების მქონე მშობლებიც. მნიშვნელოვანია, რომ შეცდომებზე ისწავლოთ და მათი გამოსწორება სცადოთ. ასე ასწავლით ბავშვს, რომ შეცდომების დაშვება ნორმალურია. წარსულში არ გაჩერდეთ და მომავალზე ძალიან არ იდარდოთ. უკან ვერ დაბრუნდებით და მომავალს ვერ გამოიცნობთ. დარჩით აწმყოში და დატკბით ოჯახთან ერთად გატარებული დროით.



ასევე დაგაინტერესებთ:

ბავშვები უფრო ბედნიერები გახადეთ: დღეში მხოლოდ 1 ჩვევა

აუხსენით ბავშვს, რას ნიშნავს სიტყვის ჯადოქრობა და თავს შეურაცხყოფილად აღარ იგრძნობს

შპარგალკა მშობლებისთვის! აი, რა უნდა გააკეთოთ, რომ ზარმაცი მონსტრი არ გაზარდოთ

10 მიზეზი რატომ არ უნდა მისცეთ ტელეფონი 12 წლამდე ბავშვებს. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

7 მეთოდი, გავიგოთ, თუ რა ხდება ბავშვის ცხოვრებაში ისე, რომ არ დავუსვათ კითხვა „როგორ მიდის საქმე?“


0
86
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
86