საზოგადოება 22+ საქმე, რაც ჯობია გააკეთო ძილის წინ, სერიალების ყურების ნაცვლად 30 სექტემბერი, 22:40 „კიდევ ერთი ეპიზოდი და დავასრულებ!“ რამდენჯერ გითქვამთ ასე ღამით? რამდენჯერ გადაწყვიტეთ საყვარელი სერიალის მხოლოდ ერთი ეპიზოდის ყურება, შემდეგ კი მიხვდით, რომ უკვე თენდება? კმარა! კმარა ძილის წინ (ან თავად ძილის) ძვირფასი დროის დაკარგვა სერიალებზე. ჯობია რამე უფრო სასარგებლო და საინტერესო გააკეთოთ. საბედნიეროდ, ასეთი ბევრი საქმე არსებობს. 1. ერთ-ერთი სასიამოვნო მოსადუნებელი აქტივობა არის საოცარი ანტისტრესული გასაფერადებელი უფროსებისთვის 2. შეგიძლიათ შეღებოთ ნახატი ნომრების მიხედვით 3. დაგეგმეთ საოცნებო მოგზაურობა 4. წაიკითხეთ კარგი წიგნი. ხმამაღლა წაკითხვა სცადეთ 5. იოგის რამდენიმე პოზა შეასრულეთ, რომ ძილის წინ მოდუნება შეძლოთ 6. ხვალინდელი დღის გეგმა ჩამოწერეთ, რომ ამაზე დილით არ იფიქროთ 7. დილისთვის ტანსაცმელი მოამზადეთ 8. ახლობლისთვის საჩუქარი საკუთარი ხელით შექმენით. ინტერნეტში ბევრ კარგ იდეას იპოვით 9. დღიურში ჩანაწერი გააკეთეთ 10. ფაზლი ააწყვეთ 11. მუსიკას ან პოდკასტს მოუსმინეთ 12. აუდიოწიგნის მოსმენაც კარგი იდეაა 13. შინაურ ცხოველს ეთამაშეთ 14. აბაზანა მიიღეთ, რომ კარგად მოდუნდეთ და მთელი დღის საზრუნავი ჩამოირეცხოთ 15. სახის ნიღბებით და კრემებით თავი გაინებივრეთ 16. ქსოვა ისწავლეთ ან რამე მოქსოვეთ, თუ უკვე ფლობთ ამ უნარს 17. ვინმეს დაურეკეთ 18. მიწერეთ წერილი მეგობარს, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ 19. კროსვორდები ამოხსენით 20. თაროები დაალაგეთ, წიგნებს ან დისკებს თავისი ადგილი მიუჩინეთ 21. საუზმე მოამზადეთ 22. სახლი დაალაგეთ. გენერალური დალაგება არ ღირს, მაგრამ რაღაც მცირედი გააკეთეთ, რისთვისაც დილით საკუთარ თავს მადლობას ეტყვით 23. მედიტაციით დაკავდით ასევე დაგაინტერესებთ: ხრიკები, რომლებიც ზარმაცმა ხალხმა მსოფლიოს აჩუქა შეწყვიტეთ სასწრაფოდ! 22 დაუწერელი წესი, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას 14 ფაქტი, რომელიც დროზე წარმოდგენას შეგიცვლით რა საჭიროა წიგნის კითხვა, თუ უმეტესობა მათგანი გვავიწყდება? ბრძნული პასუხი რატომ მოსწონს ხალხს მარტო ყოფნა: 10 ყველაზე პოპულარული პასუხი 95 შეფასება არ არის |