x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ინანეს რომ გა#იშვლდნენ": 10 ვარსკვლავი, რომელიც თავისი "თამამი" წარსულის გამო დღემდე ნანობს

image


მაყურებლებს პიკანტური სცენების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ - ზოგი თვლის, რომ მსგავსი კადრები ნამუშევარს მეტ "სიცხარეს" მატებს, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ინტიმური მომენტები ნაჩვენები საერთოდ არ უნდა იყოს. მსახიობებს შორის მოსაზრებები ასევე იყოფა - ზოგი მსგავს პროექტებში მონაწილეობას სიამოვნებით თანხმდება, ზოგს კი ფილმის მესვეურნი თამამ სცენებში სათამაშოდ ვერანაირი თანხით ვერ იყოლიებენ, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც კამერის წინ გაშიშვლებას საკუთარ თავს დღემდე ვერ პატიობს.



სინდი კროუფორდი


image


სინდი კროუფორდი მხოლოდ სუპერმოდელი არ გახლავთ - მის ანგარიშზე 20-მდე ფილმია, თუმცა სინდი ჟურნალ Playboy-სთვის თავისი "ნიუს" სტილში გადაღებული ფოტოსესიის გამო დღემდე ნანობს. 1988 წელს 22 წლის მოდელი გადაღებას სრულიად სულელური მიზეზის გამო დათანხმდა, თუმცა ამ ამბავს თან სასიამოვნო მომენტიც ახლდა - როცა სინდი და ფოტოგრაფი ჟურნალისთვის ფოტოებს ათვალიერებდნენ, სტუდიაში რიჩარდ გირი შევიდა, რომელიც მალე მოდელის მეუღლე გახდა.




რიჩარდ გირი


image



რაც შეეხება რიჩარდ გირს, ის იყო ჰოლივუდში პირველი მსახიობი მამაკაცი, რომელიც 1980 წელს გადაღებულ ფილმში "ამერიკელი ჟიგოლო" კამერის წინ დედიშობილა გამოჩენას დათანხმდა, მანამდე მსახიობები ვერ ბედავდნენ მთლიანად გაშიშვლებას და ყოველთვის იტოვებდა სხეულზე გარკვეულ სამოსს, რომელიც სხეულის "წმინდა" ნაწილებს ფარავდა, თუმცა გირს მსგავსი გამოცდილება არ მოეწონა და დღემდე ცდილობს თავისი ახალგაზრდობის შეცდომები აღარასდროს გაიხსენოს.



რეიჩელ ბილსონი


image


რეიჩელმა მტკიცე უარი განუცხადა რეჟისორს, რომელიც სადებიუტო კინოპროექტში "დასამშვიდობებელი კოცნა" მას დაჟინებით სთხოვდა თავისი "ბრწყინვალების" დემონსტრირებას. საბოლოო ჯამში, კარიერის გაკეთების სურვილმა პრინციპებს სძლია, თუმცა მსახიობს "სიშიშვლემ" წარმატება მაინც ვერ მოუტანა, ფილმი გაქირავებაში ჩავარდა. რეიჩელ ბილსონი კი დღემდე ნანობს რომ საკუთარ ინტუიციას არ მოუსმინა.




მერი-ლუიზ პარკერი


image



მსახიობმა სერიალში "მოსაწევი" რვავე სეზონში ითამაშა. სცენარისტებს სურდათ, რომ მე-4 სეზონის ბოლო ეპიზოდში პარკერის პერსონაჟს აბაზანაში მკერდი ეჩვენებინა, თუმცა წინააღმდეგობის მიუხედავად ის გადაღებას მაინც დათანხმდა, დროთა განმავლობაში მერი-ლუიზ პარკერმა საკუთარი გადაწყვეტილება კი ინანა, რადგან სერიალის გამოსვლიდან მეორე დღესვე მისი მონაწილეობით ვიდეოები ზრდასრულთა საიტებზე განთავსდა.



ჯეიმი დორნანი

image


დორნანმა აღიარა, რომ დღემდე ვერ ხვდება რატომ დათანხმდა მონაწილეობას ფილმების სერიაში - "გრეის ორმოცდაათი ელფერი". 2018 წლის იანვარში მან გაზეთ "Sun"-თან ინტერვიუში განაცხადა: "ჩემი სხეულის ნაწილს ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ ასეთ ფილმებში მონაწილეობას დავთანხმდი. მრცხვენია!". მისი თქმით, გაშიშვლებისას ის თავს კომფორტულად არ გრძნობდა, ირლანდიელი მსახიობი დარწმუნებულია, რომ მსგავს პროექტებში მონაწილეობას ის აღარასდროს მიიღებს.



ჯესიკა ბრაუნ ფინდლეი



image


ფილმ "ალბატროსის" ერთ-ერთ სცენაში ჯესიკა ბრაუნ ფინდლეის პერსონაჟი მაღაზიის მოლარეს მისი სრულწლოვანების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ნაცვლად საკუთარ მკერდს უჩვენებს. მსახიობი დარწმუნებული იყო, რომ ოპერატორები მას უკნიდან იღებდნენ, ამიტომ სულ არ ელოდა ეკრანზე საკუთარი მკერდის ახლო ხედით ხილვას.



ნატალი პორტმანი


image


ნატალი პორტმანი კამერების წინ გაშიშვლებას სულაც არ ინანებდა, მისი ფილმები ხელოვნების ნიმუშებად რომ ქცეულიყო, თუმცა ახლა ვარსკვლავების მონაწილეობით პიკანტური სცენები სულ უფრო ხშირად ხვდება ზრდასრულთა საიტებზე და არც ნატალი პორტმანია გამონაკლისი. ახლა უკვე მსახიობი მსგავს სცენებში გადასაღებად დუბლიორს ყოველთვის ითხოვს.



ტეილორ ლოტნერი


image


ტეილორ ლოტნერი აქტიურად ვარჯიშობდა, რათა საგაში "ბინდი" გარეგნულად ის მართლაც შესაშურ ფორმაში ყოფილიყო, თუმცა გადაღებიდან მალევე მსახიობმა სრული იმედგაცრუება განიცადა. ტეილორი მიხვდა, რომ მას არა როგორც მსახიობს, არამედ როგორც სექსუალურ ობიექტს ისე აღიქვმდნენ, ამიტომ ლოტნერმა გადაწყვიტა ეკრანზე მეტი აღარ გაშიშვლებულიყო თუ ეს სიუჟეტისთვის აუცილებელი არ იქნებოდა.



ქეით უინსლეტი


image


"ტიტანიკმა" ქეით უინსლეტს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა, თუმცა მსახიობს დღემდე აღიზიანებს ფილმიდან ის ცნობილი სცენა, სადაც ლეო მის პორტრეტს "ნიუს" სტილში ხატავს. ქეითს მიაჩნია, რომ ამ მომენტის ჩვენება უფრო მოკრძალებულადაც შეიძლებოდა. ინგლისელი მსახიობი დღემდე სინანულით იხსენებს რომ კარიერის დასაწყისში ის გაშიშვლებას დათანხმდა, ამის მიზეზად კი მსახიობი შიშს ასახელებს. ქეითის თქმით, ის შეთავაზებას მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ ეშინოდა უარის შემთხვევაში სხვა რეჟისორებს მის გადაღებაზე უარი არ ეთქვათ.



მარკ რუფალო


image



2003 წლის ფილმში "ვნების ბნელი მხარე" მარკ რუფალომ და მეგ რაიანმა რამდენიმე სასიყვარულო სცენაში ითამაშეს. როგორც თავად მსახიობმა აღიარა, მას ინტიმური სცენების გადაღების ეშინოდა, რადგან მაშინ მეგ რაიანი რასელ ქროუს ხვდებოდა. ფილმის გამოსვლის შემდეგ მარკი საკუთარი თავით უკმაყოფილო დარჩა, ამიტომ გადაწყვიტა მსგავს სცენებში ან დუბლიორი მოეთხოვა ან ინტიმურ სცენებში მონაწილეობაზე საერთოდ უარი ეთქვა.







0
136
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
136