x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ითამაშეს "გარ#ვნილ" სცენებში და მაყურებელთა გულებიც დაიპყეს: ვარსკვლავების პირველი თამამი როლები

image


როდესაც დამწყებ მსახიობებს დიდ კინოში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ, ისინი ნებისმიერ პირობას თანხმდებიან, თუნდაც ამისთვის გახდა იყოს საჭირო დღევანდელ სტატიაში წარმოგიდენთ ცნობილ ქალ მსახიობებს, რომლებმაც საკუთარი კარიერა საკმაოდ თამამი როლების თამაშით დაიწყეს.



ელიზაბეტ ჰარლი


image


მოდელმა ელიზაბეტ ჰარლიმ 1987 წელს საკუთარი ძალების კინოში მოსინჯვა გადაწყვიტა და ამისთვის ბრიტანული ფილმი "არია" შეარჩია. დამწყებმა მსახიობმა საყვარლის როლი მოირგო, რომელიც კადრში მხოლოდ ხუთი წუთით ჩნდებოდა. უცნაურმა და ზედმეტად გაწელილმა სიუჟეტმა მართალია მაყურებელი ვერ აღაფრთოვანა, თუმცა შიშველმა ელიზაბეტმა მათ თავი კიდევ დიდი ხნით დაამახსოვრა, მისმა თამამმა კადრებმა კი ნამუშევარს მეტი სიცოცხლე შემატება.




კეტრინ ზეტა-ჯონსი


image



კეტრინ ზეტა-ჯონსი კინოში პირველად 1990 წელს გამოჩნდა, სადაც ფრანგულ ფილმში "1001 ღამე" შეჰერეზადეს როლი შეასრულა. მაყურებელი დღემდე ვერ აშორებს თვალს იმ ეპიზოდს, როდესაც მშვენიერი კეტრინი ნავზე ტოპლესით ჩნდება.




პენელოპე კრუსი



image


ამ მშენიერმა, ტემპერამენტიანმა ესპანელმა "მსოფლიოში ყველაზე სასურველი ქალის" ტიტული არაერთხელ მიიღო და არც თუ უმიზეზოდ. პენელოპემ არაერთ ისეთ ფილმში ითამაშა, სადაც მაყურებელს მისი საოცარი ფიგურის ხილვა შეუძლია. თავის პირველ ფილმში კი პენელოპე კრუსმა (საუბარია რეჟისორ ბიგას ლუნას ფილმზე "ლორი, ლორი") საკუთარი სხეულის ყველა "ღირსების" დემონსტრირება მოახდინა.






ჯესიკა ჩესტეინი


image



მაყურებელმა ჯესიკა ჩესტეინი პირველად 2008 წელს გადაღებულ ფილმში "ჯოლინი" იხილა. დრამა ობოლი გოგონას მიერ ამერიკაში ცხოვრების სხვადასხვა სირთულეების გადალახვის შესახებ მოგვითხრობს, სწორედ მის როლს ასრულებს ფილმში ჯესიკა. შესანიშნავ შესრულებასთან ერთად, ჩესტეინმა რამდენიმე თამამ სცენაშიც ითამაშა და თავისი სილამაზით ყველა მოხიბლა.






ემილი ბლანტი


image

მაყურებლებს მსახიობი დაამახსოვრდათ ფილმიდან "ეშმაკი ატარებს პრადას", თუმცა მის პირველ მნიშვნელოვან როლად სამი წლით ადრე გადაღებულ მინისერიალში "ჰენრი VIII"-ში შესრულებული კეტრინ ჰოვარდის როლი ითვლება, მიუხედავად მოკლე ეპიზოდისა, მაყურებელს ბლანტი მოშიშვლებული მკერდით დაამახსოვრდა, რასაც მალევე მოჰყვა ფილმი "ჩემი სიყვარულის ზაფხული", რომელიც თამამი სცენების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა.





სალმა ჰაიეკი


image


მექსიკელმა ლამაზმანმა მაყურებელთა გულები, სადებიუტო ფილმში "თავზეხელაღებული", შესრულებული კაროლინას როლით უმალვე დაიპყრო. კინომანებს წყვილი ეკრანზე გამოჩენისთანავე შეუყვარდათ, ხოლო ბევრმა მათგანმა სალმა ჰაიეკსა და ანტონიო ბანდერასს შორის რომანი ნამდვილად დაიჯერა, უნდა აღინიშნოს რომ ფილმის ერთ - ერთი გამორჩეული, სასიყვარულო სცენა მართლაც საკმაოდ მგრძნობიარე და დასამახსოვრებელი გამოვიდა.




ნატაშა ჰენსტრიჯი


image


მსახიობის ყველაზე ცნობილი ფილმებია - "მთელი ცხრა იარდი" და "ათი იარდი", თუმცა ნატაშა ჰენსტრიჯი პირველად ეკრანზე 1995 წელს გადაღებულ ფილმში "Species" გამოჩნდა. როლი მსახიობისგან ეკრანზე შიშველი გამოჩენას მოითხოვდა, რასაც ნატაშამ თავი იდეალურად გაართვა. მიუხედავად იმისა, რომ ჰენსტრიჯი სუპერ პოპულარული ვერ გახდა, კარიერა ტელევიზიაში მაინც გაიკეთა.







0
203
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
203