x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
15 პიკანტური ფაქტი ისტორიის ფურცლებიდან, რომლის შესახებაც დუმილს ამჯობინებენ

image


ჩვენი წინაპრები და მათ შორის მრავალი ისტორიული ფიგურა სულაც არ იყო წმინდანი. აი, გართობა და დროსტარება კი მათ ნამდვილად იცოდნენ, რომელიც ზოგჯერ სრულ გარყვნილებაში გადადიოდა. რაღა უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც თვით სამი რომის პაპიც კი, სქესობრიცი აქტის დროს გარდაიცვალა. მოკლედ, დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით რამდენიმე პიკანტური ფაქტის შესახებ მსოფლიო ისტორიიდან, რომლის შესახებაც როგორც წესი, დუმილს ამჯობინებენ.


image


1. სამი რომის პაპი სქესობრივი აქტის დროს დაიღუპა. რომის პაპი ლეო VII საყვარელთან სქესობრივი კავშირის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა. იოანე VII-ე სიცოცხლეს იმ ქალის ქმარმა გამოასალმა, რომელთანაც მას სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. იოანე XII-ეც ასევე თავისი საყვარლის ქმრის ხელით იქნა მოკლული.

image


2. ბენჯამინ ფრანკლინი ინტიმური ურთიერთობებისთვის უპირატესობას ხანდაზმულ ქალებს ანიჭებდა. ერთ წერილში, რომელიც სახელმწიფო მოღვაწემ მეგობარს მისწერა, ის ხანდაზმულ ქალებთან შეხვედრის უპირატესობებს ასახელებდა. მისი აზრით, ასაკოვანი ქალები უფრო გამოცდილები და გაბედულები იყვნენ, და თან სხვა კაცებთანაც იშვითად მიდიოდნენ.


image


3. 1400-იან წლებში ბოქვენის ტილების პრობლემა სერიოზულად იდგა, რის გამოც სექს-მუშაკებს ხშირად ინტიმური ადგილების გაპარსვა უწევდათ, გაპარსული ბოქვენის დასამალად კი "სიყვარულის ქურუმები" სპეციალურ ინტიმურ პარიკებს - "მერკინებს" ატარებდნენ.


image


4. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ღმერთ პრიაპუსს (ნაყოფიერების ღმერთს) დიდი მამაკაცური "ღირსება" ჰქონდა - რაც ერთგვარ წყველად ითვლებოდა. დიდი სასქესო ორგანო მაშინ სისულელესთან და ვნებასთან ასოცირდებოდა, ამიტომ მამაკაცთა ბერძნული ქანდაკებების უმეტესობას პატარა სასქესო ორგანო აქვს.


image


5. ძველ ეგვიპტეში ქალები საშოს ნიანგის ექსკრემენტით იმუშავებდნენ. ასე იცავდნენ ისინი თავს არასასურველი ფეხმძიმობისგან, ვინაიდან მჟავის მაღალი შემცველობის გამო ექსკრემენტი ბუნებრივი სპერმიციდის მსგავსად მოქმედებდა.


image


6. როდესაც ინგლისელმა მეკობრემ "შავწვერამ" ჩარლსტონის ბლოკადა მოაწყო, ის ოქროს არ ითხოვდა. მან სამედიცინო აღჭურვილობა და ვერცხლისწყალი ითხოვა. მეკობრეები გონორეით იყვნენ დაავადებული, და იმ დროს ითვლებოდა რომ მისი მკურნალობა ურეთრაში ვერცხლისწყლის შეყვანით შეიძლებოდა.


image


7. იმპერატრიცა ეკატერინე II თავისი ეროტიკული ხუმრობებით იყო ცნობილი. სამეფო კარის მსახურნი სპეციალურ ადამიანებს ქირაობდნენ, რომლებიც მას ტერფებზე უღუტუნებდნენ, გარყვნილ ისტორიებს უყვებოდნენ და თან როზგავდნენ. გარდა ამისა, სწორედ ეკატერინე II გახლავთ ეროტიკული ქანდაკებებისა და ავეჯის უდიდესი კოლექციის მფლობელი.


image


8. გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ II დედამისით არაჯანსაღად იყო შეპყრობილი. ის მას სექსუალური შინაარსის წერილებსაც კი წერდა, სადაც თავის ეროტიკულ ოცნებებს აღწერდა.


image



9. მე-17 საუკუნის ფრანგი საოპერო მომღერალი, ჟულიე დ’ობინი იგივე მადმუაზელ დე მოლენი სკანდალური ცხოვრების წესით იყო ცნობილი. ის ხშირად მამაკაცის სამოსით დადიოდა. ერთხელ ერთ-ერთ მონაზონთან დროის სასიამოვნოდ გასატარებლად მონასტერში შეღწევაც კი სცადა. ჟულიე დ’ობინი რამდენიმე მამაკაცის მიერ დუელში მას შემდეგ იქნა გაწვეული, რაც ის მათ მეუღლეებს ეამბორა.


image


10. ჰოლანდიელი მეცნიერი, ბუნებისმეტყველი, მეცნიერული მიკროსკოპიის ფუძემდებელი და ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი - ანტონ ვან ლევენჰუკი ითვლება პირველ ადამიანად, ვინც სპერმატოზოიდი აღმოაჩინა. ამ აღმოჩენისთვის ის საკუთარ სპერმას აგროვებდა და მიკროსკოპის ქვეშ მის ნიმუშებს იკვლევდა.


image


11. ნელ გვინი გახლდათ ინგლისელი მსახიობი, რომელიც ასევე ინგლისის მეფის, ჩარლზ II- ის საყვარელიც იყო. ის საკუთარი მეტოქის, მერი დევისის მოშორებას საკმაოდ "შემოქმედებითად" ცდილობდა. გვინი ქალს პერიოდულად ღვეზელში საფაღარათო საშუალებებს უმატებდა, შედეგად ფავორიტმა საკუთარ მიზანს მიაღწია - მეფემ დევისთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა.



image


12. ტუტანხამონი ერეგირებული პენისით იქნა მუმიფიცირებული. ითვლება, რომ მისი ორგანო 90 გრადუსიანი კუთხით განზრახ იქნა დაყენებული. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ტუტანხამონი როგორმე ქვესკნელის ღმერთისთვის, ოსირისისთვის დაემსგავსებინათ, ვინაიდან ძველეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, ერეგირებული სასქესო ორგანო ოსირისის მიერ ახალი სიცოცხლის მინიჭების სიმბოლოდ ითვლებოდა.


image


13. 1650 წელს საფრანგეთის მთავრობამ კუნძულ ტორტუგაზე მეძავები გაგზავნა, რათა მეკობრეებს შორის ჰომოსექსუალიზმი აღეკვეთა.


image


14. სიმბოლო "ჯადოქარი ცოცხზე" ევროპაში შუა საუკუნეებში გაჩნდა, მაშინ ჯადოქრებმა აღმოაჩინეს, რომ ჰალუცინოგენურ ნივთიერებებს სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსი უკეთ ითვისებდა, ამიტომ ისინი "სიყვარულის წამალს" ცოცხს უსვამდნენ, ზედ სხდებოდნენ და "მიფრინავდნენ".


image


15. 1912 წელს ინჟინერმა ლოურენს სპერიმ შექმნა პირველი ავტოპილოტი, საკუთარი გამოგონებით მას რაღა თქმა უნდა, არ შეეძლო რომ არ ესარგებლა, ამიტომ 1916 წელს ის საკუთარ შეყვარებულთან, სინტია პოლკთან ერთად ლონგ-აილენდის თავზე გადაფრენისას სიყვარულით დაკავდა. სამწუხაროდ, ფრენის დროს თვითმფრინავს ავტოპილოტმა უმტყუნა, რის გამოც მან ავარიული დაშვება განახორციელა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმ დროისთვის სპერიც და მისი პარტნიორიც დაოჯახებულები იყვნენ.



0
312
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
312