x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"იფიქრეს, ემანდ რამე არ თქვას ჩვენს საწინააღმდეგოდ არ დავიღუპოთო და გადაწყვიტეს მილიონი აჩუქონ" - რას წერს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას "UFC"-ის ქართველი ჩემპიონებისთვის, მერაბ დვალიშვილისთვის და ილია თოფურიასთვის მილიონ-მილიონი ლარის გადაცემას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"მერაბ დვალიშვილი ისე აქტიურად აკეთებს განცხადრბებს პოლიტიკურ თემებზე, განსაკუთრებით რუსეთის წინააღმდეგ, რომ მთავრობაში იფიქრეს, ემანდ რამე არ თქვას ჩვენს საწინააღმდეგოდ ამ არჩევნების წინ, არ დავიღუპოთო და გადაწყვიტეს ჩვენი ჯიბიდან მილიონი ლარი აჩუქონ. ????


მაგრამ მარტო დვალიშვილს ხომ არ აჩუქებდნენ, არ გზმოდიდა, რადგან მეორე ჩემპიონიც გვყავს და თოფურიასაც არგუნეს. ????

ის ქოცები, ვინც დამიწერთ, რა შუაშია არჩევნები, უბრალოდ დაფასებაა წარმატებული სპორტსმენებისო, მათ წინასწარ გკითხავთ: თოფურიამ რამდნდიმე თვის წინ მოიგო ტიტული, ჩამოსულოც იყო ქვეყანაში ქამრით და აქამდე რატომ არ მისცეს? დვალიშვილს ელოდებოდნენ? მისი მოგების გარეშე თოფურიას მოგება არ ითვლებოდა? ????"- ვკითხულობთ მერაბ მეტრეველის პოსტში.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით "UFC"-ის ქართველს ჩემპიონებს, მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ-მილიონ ლარს გადასცემენ, ამის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადება საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი მერაბ დვალიშვილი სახელმწიფოსგან მიღებულ მილიონ ლარს ქველმოქმედებაში დახარჯავს:


"ახლა დაანონსდა, რომ სახელმწიფო მეც და ილია თოფურიასაც გადმოგვცემს მილიონ ლარს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. ამ თანხას სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში, რაც მქონდა, რათა საქართველოში MMA განვითარდეს. მადლობა სახელმწიფოს და ამ საჩუქარს სრულად მოვახმარ ქველმოქმედებას, MMA-ს და სპორტის განვითარებას საქართველოში, იმისათვის რომ მეტი UFC ქამარი, პრიზები და წარმატებები გვქონდეს ამ სპორტში, ჭიდაობაში, ჯიუჯიცუში და ა.შ.”, - აღნიშნა UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა.


0
189
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
189