კინო მონიკა ბელუჩი-საინტერესო ფაქტები პლანეტის ულამაზეს ქალზე 2024, 30 სექტემბერი, 11:10 ![]() მონიკა ბელუჩი დაიბადა ციტა დი კასტელოში (იტალია) პასკუალ ბელუჩისა და ბრუნელა ბრიგანტის ოჯახში. მისი მამა სოფლის მეურნეობის მუშად მუშაობდა, დედა კი მხატვარი. ![]() გოგონამ მოდელად მუშაობა პირველად სტუდენტობის წლებში დაიწყო, რადგან უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის საფასურის გადახდა სჭირდებოდა. თუმცა მოგვიანებით მან მიატოვა სწავლა და მიხვდა, რომ სურდა მოდელი გამხდარიყო. ახლა ჩვენ ვიცნობთ ბელუჩის, როგორც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელს. იგი არაერთხელ გამოჩნდა ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე (მაგალითად, Max, GQ, Esquire), ასევე თანამშრომლობდა პოპულარულ ბრენდებთან - D&G, Cartier, Intimissimi, Oriflame და ა.შ. ![]() 1990 წლიდან 1994 წლამდე მონიკა იყო ფოტოგრაფ კლაუდიო კარლოს ბასოს ცოლი. თუმცა, უკვე 1999 წელს იგი დაქორწინდა მსახიობ ვენსან კასელზე, რომელიც გაიცნო ფილმის "ბინას" გადასაღებ მოედანზე. ![]() "სიყვარული განქორწინებაზე მაღლა დგას, ჩვენ ვიცით მრავალი მაგალითი, როდესაც ადამიანები შორდებიან და შემდეგ ისევ ქორწინდებიან, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება!" ![]() საინტერესო ფაქტები *ბელუჩის არასოდეს გაუკეთებია პლასტიკური ოპერაცია. *მონიკას მშობლიური ენა იტალიურია, მაგრამ თავისუფლად ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს და ასევე შეუძლია ესპანურად საუბარი. ![]() *მომავალი მოდელის დედას ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე დაუსვეს უნაყოფობის დიაგნოზი. *მონიკა ყოველ დილით კონტრასტულ შხაპს იღებს. *ბელუჩი თვლის, რომ თავის დაბანა კვირაში ორზე მეტი უარყოფითად აისახება თმაზე. მანამდე ის შამპუნს წყლით აზავებს, ასევე პროცედურის წინ ზეითუნის ზეთს ისვამს თმის ძირებში. ![]() *ბელუჩის საყვარელი ლექსია ჯაკომო ლეოპარდის "A Silvia", საყვარელი წიგნი-პატრიცია ალბერის "თინა მოდოტის ცხოვრება", საყვარელი სასმელი - თეთრი ღვინო“ საყვარელი -ფერი შავი, სპორტი კი ცურვა და იოგა. ![]() 148 3-ს მოსწონს
|