x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
10 მტკიცებულება, რომ მუშაობა ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად ყოველთვის კარგი იდეა არ არის
პირადი და სამუშაო ურთიერთობების არევა არ ღირს. ეს სრულად ასახულია ჩვენს ნაკრებში. ნაცნობობით აყვანილი ან ფილოსოფოსობას იწყებს ან სისულელეებს ამბობს. არა, უკეთესია ნეპოტიზმის გარეშე.



1.

image



„დედამ დამირეკა და მთხოვა ბიძაშვილის მოწყობა ჩვენს კომპანიაში. არ მინდოდა, მაგრამ უფროსს დაველაპარაკე და ავიყვანეთ. დისტანციურად ვმუშაობთ, დასვენების დღეები მცოცავია და თითქმის არასდროს ემთხვევა შაბათ-კვირას. აი, კვირას საღამოს უფროსი მირეკავს. ამბობს, რომ ჩემი ბიძაშვილი დაითხოვეს. მოკლედ რომ ვთქვა, მთელი დღე ელოდნენ სამსახურში მის გამოჩენას. მენეჯერმა ორჯერ დაურეკა, მაგრამ ვერ დაუკავშირდა.

ვურეკავ ბიძაშვილს:


- რა ჩატში არ შედიხარ?

- შაბათ-კვირას არ ვმუშაობ!

- მთელი განყოფილება მუშაობს, ბოსი მუშაობს. ახლა შენ საერთოდ აღარ მუშაობ.“



2.

image



„ჩვენი საქმე რთულია, მაგრამ კარგი ფულის მომტანი. სპეციფიკური გუნდი შევიკრიბეთ: თითქმის ყველას ორი უმაღლესი განათლება გვაქვს. ვაკანტურ ადგილზე 15-20 ადამიანია კონკურსით. მაგრამ გუნდში აიყვანეს გენერალური დირექტორის შორეული ნათესავი. ყოველგვარი სტაჟირების გარეშე დანიშნეს ანალიტიკოსად. ახალი თანამშრომლის ყოველი ინიციატივა სისულელით და სიგიჟით გამოირჩევა. დეპარტამენტის ნაწილს ამ ინიციატივებზე მუშაობა უწევს. არ ვიცი, როგორ გავაბრაზეთ გენერალური დირექტორი, მაგრამ ამ „საჩუქრის“ გამო ყველა მაჩვენებელი დაეცა. ველოდებით ამ „ნიჭის“ დაწინაურებას“.



3.

image



„სასწრაფოდ ვეძებდი სამსახურს და ნაცნობმა ერთ დღეში მომაწყო მერჩენდაიზერად სავაჭრო კომპანიაში. უფროსი მისი კლასელია. ნორმალური ხელფასი იყო, მაგრამ სწრაფად მივხვდი, რომ ჩემი საქმე არ იყო. რა იყო მინუსი: გაყიდვების აგენტს მოჰქონდა წვენები და მე თაროზე ლამაზად უნდა დამეწყო. ზოგჯერ დღეში 2-ჯერ ერთსა და იმავე მაღაზიაში მისვლა მიწევდა. აგენტი თავისი გრაფიკის შესახებ არ მაფრთხილებდა. 2 თვე გავძელი. სწრაფად წამოსვლა მეუხერხულა, რადგან ნაცნობობით ვიყავი აყვანილი.



4.

image



„ქმრის რჩევით მამამისთან მუშაობა დავიწყე. კარგი იურისტი სჭირდებოდა. პირველ რიგში, გუნდმა შემიძულა: მე ხომ ნათესავი ვიყავი, ანუ ნაცნობობით ამიყვანეს. მეორეც, მამამთილს უარს ვერ ვეუბნებოდი, თუ რაღაცის სასწრაფოდ გაკეთებას მთხოვდა. თუ კოლეგები საღამოს 6-ზე უკვე სახლში მიდიოდნენ, მე მუშაობას ვაგრძელებდი. აბა, სად წახვალ? სახლში საღამოს 9-10 საათზე ვბრუნდებოდი. ამ მიზეზით გახშირდა სკანდალები სახლში. რატომ მეჩხუბება ქმარი? მამამისს დაელაპარაკოს. დედამთილიც ჩემს წინააღმდეგ არის: სახლში არაფერს ვაკეთებ. ყველაფერი მომბეზრდა, სამსახური მივატოვე, მამამთილთან ურთიერთობა შევწყვიტე. ახლა ცხოვრება დალაგდა“.



5.

image



„სახლის სახურავი სასწრაფოდ უნდა შეგვეკეთებინა. ხელოსანს ვეძებდი, მაგრამ დედამთილმა დარწმუნებით განაცხადა, რომ მისი ძმა მშენებელია და უცხო არავინ გვჭირდება. კოტე, მისი ძმა, ყველაფერს გააკეთებს. მოვიდა კოტე თავის ბრიგადასთან ერთად. 2 კვირა თითქოს რაღაცას აკეთებდნენ, ყველაფერს აკრიტიკებდნენ: ხან სახურავი ირიბი იყო, ხან სხვენი მოუხერხებელი. როგორც იქნა, დაასრულეს. საბაზრო ფასზე სამჯერ მეტი აიღეს, მაგრამ დედამთილი გვაჩუმებდა. პირველივე წვიმაზე სახლშის წყლის გუბეები დადგა. დავურეკეთ კოტეს: ხან დაკავებულია, ხან ობიექტზე. მოკლედ, მიუწვდომელია.

სხვა ხელოსანს დავურეკეთ, რომელმაც ყველაფერი სწრაფად გადააკეთა და ადეკვატური თანხა აიღო. ამის შემდეგ, საქმეს არასდროს ვანდობ ნათესავს. აი, კოტე ჩვენთან ოჯახშიც აღარ მოდის. ვუთხარით, როგორც კი მოვა, სახურავს შეხედოს, ამიტომ თავიდან აცილების საბაბს ეძებს.



6.

image



„ჩემს განყოფილებაში დაქალს რეკომენდაცია გავუწიე. თანამდებობა - გაყიდვების მენეჯერი. დღის პირველ ნახევარში შეხვედრებზე მიდიოდა, სადილის შემდეგ - კომპიუტერთან მუშაობდა. ვხედავ, ხშირად სოციალურ ქსელში დროს ატარებს. უცნობია, საქმეს ეხება თუ პირადი მიმოწერაა. ვერც ვეკითხები, მერიდება, შენიშვნასაც ვერ ვაძლევ. თანამდებობით მასზე მაღლა ვარ, მაგრამ არა პირდაპირი უფროსი, ამიტომ სრულ სურათს ვერ ვხედავ. იქნებ, მართლაც მოასწრო ყველაფრის გაკეთება სადილამდე. მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემთან მოდუნებულია. ასეთი გამოცდილება აღარ მინდა“.



7.

image



„ჩემი და წუწუნებდა, რომ სამუშაოს ვერ პოულობდა. თითქოს, ყველა კოლეგა ბოროტია, დასცინიან. ჩემმა ქმარმა სამსახურში აიყვანა, მაგრამ უკვე 1 კვირაში ჩემს დასთან დალაპარაკება მთხოვა. ვიფიქრე, რომ ქმარი აჭარბებდა. მაგრამ არა! ოფისში მივედი და რას ვხედავ: მულტფილმის გმირივით აცვია. მკვეთრი მაკიაჟი, მოკლე ფრიალა კაბა, ზოლებიანი წინდები, მასიური ჩექმები. მეგონა, საკმარისად გაიზარდა, რომ ჰობი და სამსახური ერთმანეთისგან გაერჩია. ავუხსენი, რომ სამსახური გართობა არ არის, რომ დრესკოდი მნიშვნელოვანია, მაგრამ გაბრაზდა: თითქოს, თვითგამოხატვაში ხელს ვუშლით. მშობლებმა გაანებივრეს.“



8.

image



„მყავს შორეული ნათესავი. მე 22 წლის ვარ, ის - 50 წლის. ერთ კომპანიაში ვმუშაობთ, ადრე ერთმანეთთან გადაკვეთა არ გვქონდა. მაგრამ ახლა მასთან ახლოს გადამიყვანეს. არ მოსწონს, რომ მეც არ ვმუშაობ და ახლა ტვინს მიბურღავს, რომ სამსახურიდან წავიდე. ამბობს: „ცხოვრებას დამინგრევ“.



9.

image



„მეგობრულ ქალთა გუნდში“ ვმუშაობდი. პატარა ქალაქია და ისე მოხდა, რომ ყოფილმა კლასელმა ნინომ ჩვენთან მუშაობა დაიწყო. ერთ დღეს კაბინეტში მარტო მე და ნინო აღვმოჩნდით. ზაფხული, სიცხე, რაღაც ცუდი შევჭამე და საპირფარეშოში ხშირად დავრბოდი. კლასელი მეკითხება: „უი, ორსულად ხარ?“ გავეხუმრე, რა ორსულად, შეყვარებულიც არ მყავს. მეორე დღეს მოვდივარ და მთელ ოფისში ჭორები გავრცელდა, რომ მე, გასათხოვარი ქალი, ვიღაცისგან ორსულად ვარ. ალბათ, ცოლიანისგან, რადგან ჩემს ურთიერთობას ყველას ვუმალავ. ვაჰ, მადლობა, ნინო“.



10.

image



„ნათესავმა ჩემს ქმარს მისი ქალიშვილის სამსახურში აყვანა სთხოვა. თითქოს, კარგი გოგოა, კარგად მართავს (გვჭირდებოდა ადამიანი მართვის მოწმობით), მუშაობა არ ეზარება, ფული კი ძალიან სჭირდება, ბავშვები სკოლისთვის უნდა მოამზადოს. ამ გოგომ ნამდვილი სქემა შეიმუშავა.



ჯერ თქვა, რომ მისი მანქანა სახელოსნოშია. ჩვენი მანქანა ვათხოვეთ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ დილის 8 საათიდან მუშაობას ვერ შეძლებს, რადგან ბავშვები სკოლაში უნდა მიიყვანოს, ამიტომ გრაფიკი შევუცვალეთ. მოვალეობებს არ ასრულებდა, სადღაც შუადღეს უკვე უჩინარდებოდა. თურმე სხვა კომპანიაშიც მუშაობს, მაგრამ უნდა იქ მანქანით სიარული, ბავშვებიც სკოლაში უნდა ატაროს. თავად მანქანა არ აქვს, ჩვენ კი ჩვენი მანქანა მივეცით, ბენზინს კომპანია უსხამს. ასე თავის საქმეზე დადიოდა სხვისი მანქანით. ჩემი ქმარი კომპანიაში მის შეუსრულებელ საქმეზე თვალს ხუჭავდა, ხანდახან მის ნაცვლად მუშაობდა. ასე ერთი თვე ისეირნა და ქმარმა დიდი სკანდალით გააგდო. ახლა ის და დედამისი არ გველაპარაკება და ყველა ნაცნობს ჩვენს წინააღმდეგ ამხედრებს. აი, რატომ აგყავს ნათესავი სამსახურში?!“




ასევე დაგაინტერესებთ:

ჩებოლი – როგორ მოახდინა ეკონომიკური სასწაული დაკანონებულმა ნეპოტიზმმა სამხრეთ კორეაში

30 მხიარული მემე, რომლებიც ეძღვნება სამუშაოს და კოლეგებს

7 პროფესია ზარმაცებისთვის – სად ვიმუშაოთ, თუ საერთოდ არ გვინდა?

ჰოტორნის ეფექტი - რატომ მუშაობენ ადამიანები უკეთ, როცა მათ აკვირდებიან

10 სამუშაო ადგილი, სადაც ალკოჰოლი შეგიძლიათ და უნდა დალიოთ

0
79
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
79