x
image
Yoona
Mediator image
10 სამუშაო ადგილი, სადაც ალკოჰოლი შეგიძლიათ და უნდა დალიოთ
სამსახურში ალკოჰოლის დალევა ძალიან ცუდ იდეად ჟღერს. შესაბამისად, პირველივე გახსნილი ბოთლი, დიდი ალბათობით, ბოლო აღმოჩნდება, სანამ ახალი პოზიციის მოსაძებნად რეზიუმეს განახლება მოგიწევთ. გარდა ამისა, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებელი ზრდასრული ადამიანი სხვა ყველაფერთან ერთად ნიშნავს, აკონტროლოს საოფისე რუტინისგან ცოტათი გაგიჟებული ორგანიზმის სურვილები.



image



რას იტყვით ისეთ სამუშაოზე, სადაც დალევა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელია? დიახ, ასეთი სამსახური არსებობს და არა მხოლოდ ზღაპრებში. მსგავსი პოზიციების რამდენიმე მაგალითს გიზიარებთ. მათზე უარს თითქმის არავინ იტყვის.



1. სომელიე

image




დავიწყოთ მარტივით. სომელიემ ღვინო უნდა დააგემოვნოს, რომ პროფესიონალურად დახასიათება შეძლოს. არა მხოლოდ სამსახურში: მსოფლიოში ამ სასმლის იმდენი სახეობაა, რომ კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობა თითქმის ყოველდღე მოგიწევთ! რა თქმა უნდა, პროფესიონალი სომელიე ცდილობს გასინჯული სასმელი არ გადაყლაპოს, მაგრამ ვინ თქვა, რომ უკვე მიაღწიეთ პროფესიონალიზმის ამ დონეს?



ტექნიკურად, მარტივია გახდე სომელიე. საკმარისია, ღვინის მიმართ ინტერესი გქონდეთ (არის), დალევა იცოდეთ (აბა, როგორ) და მინიმალური გემოს გარჩევა იცოდეთ (განავითარებთ). სპეციალური კურსების გავლა კარგი იქნება. ასე დამღლელ ოფისს მიატოვებთ და ღვინის სპეციალისტის არც თუ ისე მარტივ გზას დაადგებით.



2. ლიტერატორი

image



საკამათო, მაგრამ დამსახურებული ადგილი ჩვენს სიაში. ბევრი ცნობილი მწერალი ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებას არ მალავდა. მაგალითად, ჰემინგუეის, რემარკს, მარკესს და სელინჯერს შეეძლოთ დალევა პირდაპირ მუშაობის დროს. როგორც კი, საკუთარ თავში ნიჭის მარცვლებს აღმოაჩენთ, თავისუფლად დაიწყეთ მისი კვება დიონისეს ნაყოფით, გადაჭარბების გარეშე.



3. ბარმენი

image



ალბათ, ყველაზე თვალსაჩინო შესაძლებლობა დალიოთ სასმელი სამსახურში საღამოდან დილამდე. ბარმენისთვის მთავარია, შეძლოს კოქტეილების შერევა და კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება. ალკოჰოლისადმი მაღალი ტოლერანტობა ძალიან სასარგებლო იქნება: წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ კვირასაც ვერ გაძლებთ.



4. შეფმზარეული

image



ბარმენის მსგავსად შეფმა შეიძლება დალიოს ერთი ბოთლი ამონტილადო მუშაობის დროს. რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ წიწაკას არ მოაყრით ყველაფერს, როგორც ჰერცოგინია საოცრებათა ქვეყნიდან.



5. სტარტაპ პროექტის მონაწილე

image



იმაზე მეტს სვამენ, ვიდრე გგონიათ. დაძაბული სამუშაო, რომელიც პროექტის ყველა მონაწილეს აიძულებს მინიმუმ ხარჯის დაფარვაზე გავიდნენ, განტვირთვას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი კომპანია, მაგალითად, Yelp თანამშრომლებს შესვენების დროს ლუდის დალევის საშუალებას აძლევს. კარგი შესვენებაა: პინგ-პონგის მაგიდა და რამდენიმე ბოთლი ლუდი.



6. ალკოჰოლური სასმელების მაღაზიის თანამშრომელი

image



ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები ხშირად აწყობენ დეგუსტაციას თავიანთი თანამშრომლებისთვის. კვირაში რამდენჯერმე ალკოჰოლის არომატით გავსება გარანტირებულია. ასეთი სამუშაოს მისაღებად საკმარისია ვაკანსიები ყურადღებით მოძებნოთ: სხვა ყველაფერს ადგილზე შეგასწავლიან.



7. რესტორნის კრიტიკოსი

image



რესტორნის კრიტიკოსად გახდომა რთულია. მინიმუმ, უკვე უნდა გყავდეს აუდიტორია, რომელიც თქვენს ავტორიტეტულ აზრს უსმენს. კულინარიული ცოდნაც საჭიროა. ორივეს განვითარება შესაძლებელია და შედეგი ნამდვილად ღირს. ქალაქის საუკეთესო რესტორნებში უფასო საკვების გარდა, მენიუს შესაბამის ალკოჰოლსაც მიიღებთ. მთავარია, არ გადააჭარბოთ.



8. პროფესიონალი ბლოგერი

image



პროფესიონალი ბლოგერის პოპულარობის ზრდა ნიშნავს, აუდიტორიას საინტერესო რამის შესახებ უნდა უამბოთ. სად გაატაროთ შვებულება, რომელ რესტორნებს ეწვიოთ და სად იყიდება გემრიელი კოქტეილები. პროფესიონალი ბლოგერი-მოგზაური რომ გახდეთ, დაგჭირდებათ სურვილი და საინტერესო თემების პოვნის უნარი. ამ დაბალ ბარიერს გადააბიჯეთ და დაიწყეთ კარიერის აშენება ერთ ხელში ჭიქა „ნეგრონით“, მეორე ხელში პლანშეტით.



9. მელუდე

image



საკუთარი ლუდის დამზადება საინტერესო იდეაა, მაგრამ ესეც რუტინა შეიძლება გახდეს, თან საკმაოდ მალე. თუ, რა თქმა უნდა, საკუთარი პროდუქტის გასინჯვას არ გადაწყვეტთ. გარდა ამისა, ბევრი ლუდსახარში კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს ლუდის ახალი სახეობების დაგემოვნებას. ასე პირველები გასინჯავთ ახალ სასმელს, სანამ პოპულარული გახდება. ასეთი სამსახურის პოვნა ადვილი არ არის. ლუდი ნამდვილად უნდა გიყვარდეს და მისი მომზადების ტექნოლოგია იცოდეთ. წვერის გაზრდაც ურიგო არ იქნება - ისე, იმიჯის შესანარჩუნებლად.



10. გაყიდვების მენეჯერი

image



ყველა მენეჯერი საკუთარ თავს სამსახურში დალევის უფლებას ვერ მისცემს, მაგრამ თუ მსხვილი ბიზნესის გაყიდვების მენეჯერი ხართ, იცით, რომ ხშირად ხელშეკრულებები იდება ბარში და არა სამუშაო მაგიდასთან. მომგებიანი კონტრაქტის, საჭირო ხელშეკრულების გაფორმება უკეთესია მეგობრულ ატმოსფეროში. გახდე ისეთი პროფესიონალი, რომელსაც ბოსი კარტ-ბლანშს აძლევს, რომ ყველაფერი გააკეთოს მიზნის მისაღწევად, ძალიან რთულია, მაგრამ ნამდვილად ღირს.



ასევე დაგაინტერესებთ:

ჰენრი ფორდი შემკეთებლებს ხელფასს უხდიდა დასვენებისთვის და არა გაწეული სამუშაოსთვის

7 პროფესია ზარმაცებისთვის – სად ვიმუშაოთ, თუ საერთოდ არ გვინდა?

სასაცილო სამუშაო პოზიციები მთელ მსოფლიოში, რომლებიც ნამდვილად არსებობს

15 უჩვეულო პროფესია, რომლითაც ადამიანები თავს ირჩენენ

კვლევამ აჩვენა, რომ სამუშაო დღე დღის 3 საათზე უნდა დასრულდეს

იაპონიაში ოფისის თანამშრომლებისთვის კაფსულებს მდგომარე ძილისთვის ქმნიან

ფინეთში სამუშაოზე დღის ძილი შემოიღეს. ეს დრო ანაზღაურებადია. არა, ეს ხუმრობა არაა


0
172
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
172