x
image
Yoona
Mediator image
„მატარებელი ბუსანში“ და „კივილი“: Collider-მა დაასახელა 20 საუკეთესო დორამა ზომბებზე
ზომბების თემა მრავალი წლის განმავლობაში პოპულარული თემაა კინოში. განსაკუთრებით უყვართ სამხრეთ კორეაში. ზოგიერთმა ეროვნულმა ჰიტმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა. მაგალითად, „მატარებელი ბუსანში“ (Train to Busan, 2016). მაგრამ ქვეყანაში შექმნეს გაცილებით მეტი ფილმი და სერიალი, თან არა მხოლოდ საშინელებათა ჟანრიდან. პორტალმა Collider შეარჩია 20 სამხრეთკორეული პროექტი მკვდრებზე, რომელიც თქვენს დროდ ღირს.



image



პირველ ადგილზე აღმოჩნდა იგივე „მატარებელი ბუსანში“, რომელიც აჩვენებს კოლექტიური მოქმედების უპირატესობას ინდივიდუალურ გადარჩენაზე. ასევე აღსანიშნავია დასამახსოვრებელი პერსონაჟები, მსახიობების კარგი თამაში და დინამიკური სიუჟეტი.



image

კადრი ფილმიდან „მატარებელი ბუსანში“




მეორე ადგილი დაიკავა მულტფილმმა „სადგური „სეული““ (Seoul Station, 2016), რომელიც ზემოთ აღნიშნული ბოევიკის პრიკველია და იმავე რეჟისორმა გადაიღო. მასში ყურადღება გამახვილებულია ადამიანებზე, რომლებიც ჩვეულებრივ არ ახსოვთ კატასტროფების დროს.



image

კადრი ფილმიდან „ყველა ჩვენგანი მკვდარია“



საუკეთესო სამეულს ხურავს სერიალი „ყველა ჩვენგანი მკვდარია“ (All Of Us Are Dead, 2022). ეს არის სერიალი მოზარდების შესახებ, რომლებიც მამაცურად ებრძვიან ზომბების არმიას.



ტოპ 20 შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში:




ასევე დაგაინტერესებთ:

გამოიცანით ფილმები გმირების კოსტიუმების და რეკვიზიტების მიხედვით

8 ფილმი, რომელიც სავსეა შემოდგომის რომანტიკით

ტოპ 6 კორეული რომანტიული ფილმი

10+ კინოშედევრი საღამოს საყურებლად, რომლის არჩევანშიც არ შეცდებით

მისტიკური, წვიმიანი, კლასიკური - 10 საუკეთესო კინო-კოცნა

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
20