x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმა ბავშვთა აუტიზმი ვაქცინაციას დაუკავშირა
imageრუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლის აზრით ბავშვთა აუტიზმი აცრების შედეგია.,



დეკანოზმა არტემი ვლადიმროვმა ბავშვების დაავადება გაანალიზა და გაახსენდა "დაუნიატები". (ანუ დაუნის სინდრომით დაავადებულები)მღვდლის თქმით: „უფლის მადლი იცავს ამ ადამიანის სულს და ეს ადამიანები აშკარად დაჩრდილულები არიან იმავე უფლის სულით“.


რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა დასძინა, რომ ღვთის მადლი მოქმედებს, თუ ბავშვის მშობლები ეკლესიაში დადიან.




დეკანოზი ბავშვთა აუტიზმის თემასაც შეეხო. მან ეს ვაქცინაციასა და „ოჯახურ ცოდვებს“ დაუკავშირა.



"აუტიზმი რთული მოვლენაა, ამჟამად ძალზე გავრცელებული, ეს არის ვაქცინაციის შედეგი, რომელსაც ჩხვლეტენ ბავშვებს განურჩევლად, ყოველგვარი ხარისხის შემოწმების გარეშე, ამით სცოდავენ მშობლები და კიდევ უფრო ჯანდაცვა"


ჭორები აუტიზმსა და ვაქცინაციას შორის კავშირის შესახებ გასული საუკუნიდან მოსდევს. მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ მიზეზი სულ სხვაა.


დადგენილია, რომ აუტიზმი პოლიგენურად მემკვიდრეობითი პათოლოგიაა. ეს ხდება რამდენიმე გენის, მათში არსებული მუტაციების გამო, ისინი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი და არ არის აუცილებელი, რომ ყველა თაობაში გამოვლინდეს. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ორსულობის დროს ქალის მიერ გადატანილი დაავადებები ზრდის ბავშვში აუტიზმის ალბათობას. დანიაში ფართომასშტაბიანმა კვლევამ შეადარა აუტიზმის სიხშირე ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ბავშვებს შორის. აღმოჩნდა, რომ აუტიზმის შემთხვევების რაოდენობა ერთი და იგივეა. დღეს ზუსტად დადგენილია, რომ აუტიზმსა და ვაქცინაციას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.

0
72
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0