სხვა ბადრიჯნის ყიდვის დროა: რა სარგებელი აქვს და რა მოვამზადოთ მისგან 26 სექტემბერი, 19:38 ბადრიჯანი გემრიელი, სასარგებლო, მკვებავი ბოსტნეულია. შეიცავს B, P, C, A ვიტამინებს, ცილებს, ცხიმებს, ორგანულ მჟავებს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას, ფოსფორს, სპილენძს.
ბადრიჯანი ბევრ უჯრედისს შეიცავს, ამიტომ რაციონში შეგიძლიათ ჩართოთ მაშინაც, თუ დიეტაზე ხართ. ბადრიჯანი მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რომელიც ორგანიზმიდან წყლის გამოდევნას ხელს უწყობს და წონას ამცირებს. ბადრიჯნის მიღება აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და ასუფთავებს ნაწლავებს. ყურადღება! ბადრიჯნის მიღება არ შეიძლება ორსულებისთვის, 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, მათთვის, ვისაც აწუხებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, კუჭის წყლულის, ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებები. რა მოვამზადოთ ბადრიჯნისგან? ბადრიჯნისგან ბევრი კერძის მომზადება შეგიძლიათ. ბოსტნეული შეგიძლიათ ჩაშუშოთ, ღუმელში გამოაცხოთ ან შეწვათ. გიზიარებთ რამდენიმე პოპულარულ რეცეპტს. გრილზე შემწვარი ბადრიჯანი ბადრიჯანი ნაჭრებად ან სიგრძეზე ზოლებად დაჭერით. ზეითუნის ზეთი წაუსვით, მარილი და წიწაკა მოაყარეთ. გრილზე მოამზადეთ ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე. სურვილისამებრ, დაუმატეთ ნიორი და ლიმონის წვენი სუფრაზე გატანამდე. ბადრიჯნის რაგუ ბადრიჯანი, პომიდორი, წიწაკა და ხახვი კუბებად დაჭერით. ხახვი და ნიორი მცენარეულ ზეთში დარბილებამდე შეწვით. ბადრიჯანი, წიწაკა დაუმატეთ და 10 წუთი ჩაშუშეთ. ბოლოს დაუმატეთ პომიდორი, სანელებლები, მარილი და წიწაკა და მომზადებამდე ჩაშუშეთ. ბადრიჯნის ხიზილალა ბადრიჯანი ღუმელში გამოაცხვეთ დარბილებამდე. კანი გააცალეთ და რბილობი დააქუცმაცეთ. პომიდორი, ხახვი და ნიორი პატარა კუბებად დაჭერით. ხახვი და ნიორი მცენარეულ ზეთში შეწვით ოქროსფერ შეფერილობამდე. დაუმატეთ პომიდორი, დარბილებამდე ჩაშუშეთ, შემდეგ დაუმატეთ ბადრიჯანი, მარილი და წიწაკა და კიდევ 10 წუთი ჩაშუშეთ. ასევე დაგაინტერესებთ: სასარგებლო პროდუქტები, რომელთა დახმარებით კუჭს ადვილად მოატყუებთ უძილობა, ხველა, ართრიტი, შეშუპება: ძლიერი ჩინური რეცეპტი! 100%-ით ეფექტური ახალგაზრდა ნაძვის ხის გირჩები შეაგროვეთ და მოხარშეთ! ავადმყოფობა დაგავიწყდებათ ოსპს და ყვავილოვან კომბოსტოს აღარ ვხარშავთ: 5 პროდუქტი, რომელთა უმად ჭამა სასარგებლოა ჯანსაღი კაკალი და მათი თვისებები – რატომ უნდა მივირთვათ ყოველდღე 155 1-ს მოსწონს |