x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური და გულისამრევი, ვიდრე......"- რას წერს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ქუჩებში გამოჩენილ პარტია "ქართული ოცნების" ახალ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წინასაარჩევნოდ მსგავსი შინაარსის ბანერების ქალაქის ქუჩებში გამოფენას "ამორალურს და გულისამრევს" უწოდებს:


"რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური და გულისამრევი, ვიდრე ომში მყოფ ქვეყანას ნიშნს რომ უგებ - შენი ეკლესიები დანგრეულია, ჩემი კიდევ - არა, შენი ქალაქები განადგურებულია, ჩემი კიდევ - გაბრდღვიალებული.


ამით ომში მყოფ ქვეყანას, რომელსაც აგრესიული მეზობელი თავს დაესხა, ეუბნები, რომ ყვრლაფერი მისი ბრალია, რაც თავს დაატყდა და ამაზე საარჩევმოდ ქულების დაწერას ცდილობ.


ვიღაცები ფიქრობენ, რომ პროპაგანდისტულად სწორი გაათვლაა. ეს ბანერები პროპაგანდისტულადაც და მარკეტინგულადაც არის სრული კრახი. გამორიცხულია ამორალურობამ ვინმეს დადრბითი შედეგი მოუტანოს."- ვკითხულობთ მერაბ მეტრეველის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ დღეს, დილით ქუჩებში პარტია "ქართული ოცნების" ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც აწერია "არა ომს! აირჩიე მშვიდობა!". ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი ფოტოთი, ხოლო საქართველო - ფერადით.


0
206
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
206