x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მერე ვინმემ რომ არ თქვას, უი, არ ვიცოდი, არ მეგონაო." - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ირაკლი კობახიძის მიღებაზე მიწვევის გაუქმებას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"ვინც აქამდე კიდევ ვერ გაიგო: შეერთებული შტატებისთვის ივანიშვილის ხელისუფლება არის წითელი ხაზის მიღმა, იმდენად მიუღებელი, რომ ზრდილობიანობის გამო ხელის ჩამორთმევებიც კი გამორიცხულია. თუ ქართველი ხალხი ისევ დატოვებს ამათ ხელისუფლებაში, უკვე საქართველოც იქნება აშშ–სა და ევროკავშირისთვის წითელი ხაზის მიღმა, ყველა თანმდევი შედეგით. მერე ვინმემ რომ არ თქვას, უი, არ ვიცოდი, არ მეგონაო.

აშშ-ის საელჩო საქართველოში ადასტურებს, რომ პრემიერ კობახიძეს ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გაუუქმა.


"ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიწვევა გაეროს ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის გამო აშშ-სა და დასავლეთის მიმართ." - აცხადებს საელჩო"- ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს 25 სექტემბრის მიღებაზე, სადაც მსოფლიო ლიდერები და გაეროს მაღალი რანგის ოფიციალური პირები იკრიბებიან, მიწვევა გაუუქმა.


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის საშემოდგომო სესიასთან დაკავშირებულ ტრადიციულ მიღებაზე გაუქმდა, პირველად "ამერიკის ხმის" ქართულმა სამსახურმა თეთრი სახლისა და კონგრესის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.







0
407
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
407