x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სასიკვდილოდ მცემა და გაიქცა"- რა შეემთხვა თამუნია მექერიშვილს

image


ცნობილი კულინარიული ბლოგერი და შეფმზარეული თამუნია მექერიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევის შესახებ წერს, რომლის შემსწრე რამდენიმე დღის წინ, თავადაც გახდა. მექერიშვილის თქმით, რამდენიმე წლის წინ, ტოქსიკურ ურთიერთობას ისიც კინაღამ შეეწინა, თუმცა მას უბრალოდ გაუმართლა და გადარჩა. ცნობილი შეფმზარეული ქალბატონებს მოუწოდებს უარი თქვან მსგავსს ურთიერთობებზე და მოძალადე პარტნიორებს რაც შეიძლება მალე დაშორდნენ:


"გოგოებო. ქალებო. მინდა გამოფხიზლდეთ… თქვენ ერთი სიცოცხლე გაქვთ!!!!…



დამერწმუნეთ სჯობს იყოთ მარტო!!! ბედნიერი და სიცოცხლით სავსე ….


ვიდრე ტოქსიკურ სასიკვდილო ურთიერთობაში.
რატომ გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა…


დღეს ფრჩხილებს ვიწესრიგებდი სალონში…
იქ ერთი გოგო ძალიან ლამაზი …ფრჩხილებს იწესრიგებდა..
ჩემი ყურადღება იმით მიიქცია რომ რაღაც ვიკითხე და მან არ დაიზარა და ამომწურავად მიპასუხა. ცოტახანში გოგონას ტელეფონზე რეკვა დაუწყეს. ამ გოგოს მომღიმარი სახე ეცვალა თვალები აუცრემლიანდა ტელეფონის ზარებს არ უპასუხა…


ტელეფონი არა და არ გაჩერდა და არ გაჩერდა რეკავდა და რეკავდა შიგადაშიგ ერთბაშად მოყრილი სმსების ხმებიც ისმოდა
ეს გოგო აცახცახდა აკანკალდა… მეგობარს მიაწოდა ტელეფონი შენ დაელაპარაკეო… რათქმაუნდა ბიჭის ხმამ ახლა ამ გოგოს მეგობარს დაუწყო საუბარი და საქმის რჩევა… ბოლოს გათიშეს ტელეფონი და მესმოდა ამ გოგოს სიტყვები… მეშინია … მეშინია…არ მინდა მისი ნახვა და ასე შემდეგ…


ჩუმად ვუყურებდი ჯერ…ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მთელი გულით ვთხოვე … არაფრის არ შეგეშინდეს მიდი პოლიციაში თუ არ გინდა ურთიერთობა თუ გავიწროვებენ… უთხარი ოჯახის წევრებს გთხოვ ნუ ჩაიგდებ შენს ერთ სიცოცხლეს საფრთხეში დაშორდი ყველა იმ ადამიანს ვინც ერთხელ მაინც გაბედავს და გატირებს. მე ასეთ ურთიერთობას კინაღამ შევეწირე… მეც სასიკვდილოდ მცემა და გაიქცა სარფის საზღვარზე დააკავეს….


მე უბრალოდ გამიმართლა გადავრჩი…და ორი წელი დამჭირდა ამ ყველაფრის ამოსაძირკვად გონებიდან…. აკანკალებული მისმენდა და ცრემლები ჰქონდა თვალებში…წინ ამდენი მაგალითი გაქვს და გაუფრთხილდი შენ სიცოცხლეს გთხოვ…. ცოტახანში წავიდნენ ეს გოგოები ….. აი რა დრო გავიდა შუადღის შემდეგ და მაინც იმ გოგოზე ვფიქრობ ახლაც. აი ნეტა როგორ არის.. მინდა ბედნიერი იყოს და ჯანმრთელი ცოცხალი ქალებო მინდა ვიყოთ ბედნიერები!!!", – წერს თამუნია მექერიშვილი სოციალურ ქსელში.








0
532
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
532