სხვა 11 თანამედროვე გამოგონება, რომლებიც ბევრად უფრო ძველია, ვიდრე თქვენ გგონიათ 25 სექტემბერი, 16:07 ელექტრომობილები, სავაჭრო ავტომატები და ლინოლეუმი შეიძლება გეგონოთ, როგორც ბოლო წლებში დანერგილი სიახლეები, თუმცა თურმე არსებული "საიახლეები"ათწლეულების, საუკუნეების უკანაც კი გვაგდებს. გაგაცნობთ გამოგონებების მცირე ჩამონათვალს, რომლებიც თანამედროვედ გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე ჩვენ გვგონია. 1. 3D პრინტერი პირველი 3D პრინტერი 1981 წელს გამოჩნდა. 2.სანთებელა სიგარეტისთვის სანთებელა უფრო ადრე გამოიგონეს, ვიდრე ასანთი. სანთებელა - 1823 წელს, ხოლო ასანთი სამი წლის შემდეგ 1826 წელს. 3. ელექტრომობილი პირველი ელექტრომობილი გამოიგონეს გერმანიაში 1888 წელს. 4. სამუხრუჭე სისტემები ძველი რომაული ეტლები იყენებდნენ სამუხრუჭე სისტემას, საკისრებს და ელასტიურ საკიდებს. 5. მიკროტალღური ღუმელი მიკროტალღური ღუმელი დაპატენტებულია 1945 წელს. 6. უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები) პირველი უპილოტო საფრენი აპარატი საბრძოლო მოქმედებებში 1849 წელს გამოიყენეს. 7.ლინოლეუმი ლინოლეუმი პირველად 1860 წელს გამოჩნდა და ვიქტორიანულ და ედვარდიანულ პერიოდებში ძალიან გავრცელებული იატაკის საფარი იყო. 8. ვაქცინები პირველი ვაქცინა დაინერგა 1796 წელს, მას შემდეგ, რაც დოქტორმა ედვარდ ჯენერმა აღმოაჩინა, რომ ადამიანებს, რომლებსაც დაავადდნენ ჩუტყვავილათი, განუვითარდათ იმუნიტეტი ჩუტყვავილას მიმართ. 9. ქუჩების ელექტრო განათება მსოფლიოში პირველი ელექტრო ქუჩის ნათურები (სადემონსტრაციო) აანთეს 1873 წელს პეტერბურგში ოდესკაიას ქუჩაზე. 1880-იან წლებში ელექტრო განათება დამონტაჟდა პარიზის ცენტრში, ლონდონში, მოსკოვსა და სხვა დიდ ქალაქებში. 10. სავაჭრო ავტომატები პირველი თანამედროვე ავტომატები გამოჩნდა ლონდონში 1800-იანი წლების დასაწყისში. 11.კანალიზაცია და წყალგაყვანილობა დავუბრუნდეთ ვთქვათ 1850 წელს - თუ თქვენ დიდ ქალაქში ცხოვრობდით, არ გქონდათ ამის ფუფუნება. იყენებდით ღამის ქოთანს. საქმე იმაშია, რომ ძველ რომაელებს ჰქონდათ ეს ყველაფერი.. ცხადია, ეს უძველესი გამოგონებაა, მაგრამ რატომღაც ჩვენ მივივიწყეთ ეს ტექნოლოგია 1800-იანი წლების ბოლომდე. 288 2-ს მოსწონს
|