x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ინდოეთში უცნობმა პირმა ქალი დაანაწევრა და სხეულის ნაწილები მაცივარში შეინახა(+16)
image

29 წლის ინდოელი ქალი, სახელად მაჰალაქშმი, 20 ნაწილად დანაწევრებული იპოვეს. ამის შესახებ Indian Express-ი წერს.



მაჰალაქშმი, რომელიც უძღვებოდა ტანსაცმლის მაღაზიას მალეშვარამში, 21 სექტემბერს იპოვეს ქალაქ ბენგალურუში, ( კარნატაკას შტატი) თავის ნაქირავებ ბინაში. უცნობმა პირმა ის დაანაწევრა და გვამის ნაწილები მაცივარში მოათავსა. პოლიციამ ქალის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც დედამ განაცხადა მისი დაკარგვის შესახებ.


მაჰალაქშმი, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, დაშორდა ქმარს და მარტო დაიწყო ცხოვრება. ამავდროულად, 2024 წლის თებერვალში მან შეიტანა საჩივარი ქმრის, ჰემანტ დასის წინააღმდეგ და ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა. წყვილი ექვსი წელი იყო დაქორწინებული და საერთო ქალიშვილი ჰყავდათ. დასმაც შეიტანა საჩივარი ცოლის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ის ღალატობდა. ოჯახის წევრები მეუღლეებს შორის კონფლიქტის მოგვარებას ცდილობდნენ.



მეუღლის ნეშტის აღმოჩენის შემდეგ, დასმა პოლიციას განუცხადა, რომ მაჰალაქშმის რომანი ჰქონდა უტარახანდელ პარიკმახერთან. მისი თქმით, პარიკმახერი ცოლიანი იყო.


დასმა აღნიშნა, რომ ის და მისი მეუღლე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ ბოლო ცხრა თვის განმავლობაში და მან არ იცოდა, განაგრძობდა თუ არა ის თავის საყვარელთან შეხვედრას. გაყრის შემდეგ პირველი ოთხი თვის განმავლობაში წყვილის ქალიშვილი მაჰალაქშმისთან ცხოვრობდა, შემდეგ კი მამასთან გადავიდა საცოხოვრებლად.


მაჰალაქშმის ნეშტის აღმოჩენიდან ორი დღის შემდეგ, ბენგალურუს პოლიციის კომისარმა ბ. დაიანანდამ განაცხადა, რომ მათ დაადგინეს მთავარი ეჭვმიტანილი და ცდილობდნენ მის დასაკავებას. ჟურნალისტებთან საუბრისას, დაიანანდამ თქვა: ”გამოძიების დეტალებს ვერ გავამხელ. ეჭვმიტანილი შტატის გარეთაა“. კარნატაკას შინაგან საქმეთა მინისტრმა გ. პარამეშვარამ აღნიშნა, რომ შესაძლოა ორი დამნაშავე იყოს.


მთავარ ფოტოზე:მსხვერპლი მაჰალაქშმა

0
168
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0