საზოგადოება „მივცეთ ხმა “ნაცმოძს”, დაე გაიხსენონ ახალგაზრდებმა, ვინც პატარები იყვნენ და არ ახსოვთ“ - ნინო ნადირაძე 7 ოქტომბერი, 12:00
.
კლინიკა ვივამედის დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერაზე საუბრობს და ამბობს, რომ დაე ახალგაზრდებმა, ვისაც ასაკის გამო მიშას სისასტიკე არ ახსოვს, გაიხსენონ, რეალურად რა შეუძლია ნაციონალურ მოძრაობას და რა იმალება მათი დაპირებების მიღმა.
.
“მივცეთ ხმა “ნაცმოძს”, დაე გაიხსენონ ახალგაზრდებმა, რომლებიც მაშინ პატარები იყვნენ და არ ახსოვთ, ჩვენ კიდევ გავიმეოროთ, გამეორება ხომ ცოდნის დედაა”- წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში და პოსტს თან ურთავს არქივის ვიდეოს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ დახვრიტონ ყველა ის პატიმარი, ვინც ციხეში ბუნტს შეეცდება. . მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე დიდი ხანია სწორედ ნინო ნადირაძის კლინიკაში იხდის სასჯელს და მასთან ხშირი საქმიანი შეხება აქვს, ნინო ნადირაძე–კუზანოვა საჯაროდ მაინც არ ერიდება მის გაკრიტიკებას და ყოველთვის ღიად უსვამს ხაზს საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილისა და მისი სასტიკი რეჟიმის მიმართ. . გასულ წლებში ნინო ნადირაძე ასევე ძალიან თამამ განცხადებებს აკეთებდა სასამართლო სხდომებზეც, სადაც ის სააკაშვილის ჯანმრთელობის სიმულაციური გაუარესების შესახებ საუბრობდა. . შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის დროს საქართველოში დააკავეს. იქ საზღვრის გადმოკვეთას რძის პროდუქტების კონტეინერით შეეცადა და უკრაინიდან სამშობლოში შემოიპარა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. პატიმრობის განმავლობაში მან ციხეზე მეტ ხანს სწორედ ვივამედის კლინიკაში დაჰყო. მან ხელოვნურად, საკვების მიღების შეწყვეტით გაიუარესა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა პატიმრობისთვის თავი დაეღწია, თუმცა იგი ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ. უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო ხანს მან წონაში საგრძნობლად მოიმატა და ძალებიც აღიდგინა. ეს ყველაფერი კი სწორედ კლინიკა ვივამედის დახმარებით და იქ მომუშავე მედიკოსების დახმარებით შეძლო. არადა მისი მხარე მუდმივად აპელირებდა იმაზე, რომ ვივამედში არ იყო შესაბამისი პიობები სააკაშვილის გადასარჩენად. რაც ასევე ცრუ აღმოჩნდა. 229 შეფასება არ არის |
პ.ს. ნაცების დედაც უბრალოდ ამ პარაზიტებმა ვისაც კანონი აქვს დარღვეული პასუხი უნდა აგონ!