x
image
Yoona
Mediator image
რატომ უნდა ჩაყაროთ წაბლი სარეცხ მანქანაში: გერმანელი დიასახლისების ხრიკი
შესაძლოა არ იცოდეთ, მაგრამ წაბლი რეცხვაში გამოიყენება. მას შეუძლია სარეცხი ფხვნილის ჩანაცვლება და ტანსაცმლიდან ლაქების ამოყვანა. მარტივი ხრიკის წყალობით ცხიმის ლაქებს მოიშორებთ.



image



თანამედროვე ცხოვრება საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტექნიკაა სარეცხი მანქანა. გერმანელმა დიასახლისებმა იციან ერთი ხრიკის შესახებ. ისინი წაბლს ყრიან სარეცხ მანქანაში და აი, რატომ აკეთებენ ამას.



რატომ უნდა ჩაყაროთ წაბლი სარეცხ მანქანაში?

image




ცხენის წაბლის ნაყოფი შეიცავს საპონინებს, რომელსაც საპნის მსგავსი თვისებები აქვს. მას შეუძლია ტანსაცმლიდან ცხიმის ლაქის და ჩამჯდარი ჭუჭყის მოშორება.



image



თუმცა ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ. სარეცხ მანქანაში მთელი წაბლი არ უნდა ჩაყაროთ, თუ დოლურას დაზიანება არ გინდათ. წაბლი უნდა გაჭრათ, სელის ქისაში ჩაყაროთ და ასე მოათავსოთ გასარეცხ ნივთებთან ერთად სარეცხ მანქანაში. თუ გაჭრა გაგიჭირდათ, ჩაქუჩით დააქუცმაცეთ პატარა ნატეხებად.



image



სხვა მეთოდიც არსებობს. აიღეთ 5 წაბლის გული, წყალი დაასხით და რამდენიმე საათით გააჩერეთ, სანამ ზედაპირზე თეთრი ქაფი არ გამოჩნდება. ნაყენი გადაწურეთ და სითხე სარეცხ მანქანაში სარეცხი საშუალების განყოფილებაში ჩაასხით. მეტი ეფექტისთვის ჩაის კოვზი სოდა ან ძმარი დაუმატეთ.



წაბლი სინთეზური სარეცხი საშუალებების ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივაა. წაბლით რეცხვა შესაფერისია მათთვის, ვისაც აქვს მგრძნობიარე კანი ან ალერგია სარეცხ საშუალებებზე.



ასევე დაგაინტერესებთ:

რჩევები, როგორ გავწმინდოთ ბატარეა შიგნიდან და მოვაცილოთ ჟანგი ლითონს

რატომ უნდა შეინახოთ ფოლგის ბურთი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში?

რატომ უნდა შეინახოთ გაზეთის ბურთები მაცივარში? 9 ხრიკი ოჯახის ბიუჯეტის დასაზოგად

ტოპ 20 სასარგებლო ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ სამზარეულოში

გაწმინდეთ თქვენი სახლი და სხეული უარყოფითი ვიბრაციებისგან: როგორ გავაკეთოთ ფლორიდული წყალი


0
201
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
201