პარამეცნიერებები "დროში მოგზაურმა" დაასახელა უცხოპლანეტელებთან პირველი კონტაქტის ზუსტი თარიღი 2024, 23 სექტემბერი, 18:49 ![]() TikToker, რომელიც ცნობილია როგორც ენო ალარიკი, ვიდეოში ამბობს: „23 სექტემბერი: პირველი დადასტურებული უცხოპლანეტელთა სიგნალი მოდის შორეული პლანეტარული სისტემიდან. ისინი უახლოეს მომავალში გეგმავენ დედამიწის მონახულებას და მის ხელში ჩაგდებას ეცდებიან. ისინი შეეცდებიან დაიპყრონ და დაასრულონ კაცობრიობა“. გარდა ამისა, ალარიკმა განაცხადა, რომ 12 ნოემბერს ანტარქტიდაში აღმოჩენილი იქნება „უცხოპლანეტელი არტეფაქტი, რომელიც შეიცავს იდუმალ დაავადებას“. „დროში მოგზაურის“ თქმით, ის განუკურნებელი, ძალიან გადამდები დაავადება იქნება და სწრაფად გავრცელდება მთელ მსოფლიოში. ალარიკმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ 17 ნოემბერს ცაზე იდუმალი მეტეორული წვიმა გამოჩნდება, „მანათობელ ბილიკებს დატოვებს ცაში“, რომელიც თითქოსდა ცხოველთა ახალ სახეობებს გააჩენს. 17 დეკემბერს კი წარმოიქმნება ერთგვარი ელექტრონული ტორნადო, რომელშიც ქარი და ელვა ერთანეთში აირევა. მისი სიგანე 30 კილომეტრს გადააჭარბებს, შიგნით კი ქარის სიჩქარე საათში 1300 კილომეტრს მიაღწევს. ალარიკის გამომწერებმა ახალ პროგნოზებს იუმორით უპასუხეს. ზოგს უხარია უცხოპლანეტელების მიერ დედამიწის გარდაუვალი დაპყრობა. „ოღონდაც, დავიღალე გადასახადებით და ყველა სესხი განულდება“, - წერს ერთ-ერთი მათგანი. სხვა მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ალარიკმა უკვე გააკეთა ათობით პროგნოზი, რომელთაგან არცერთი არ ახდა. მოკლედ, გიჟებს რა გამოლევს ამ დედამიწაზე. 565 2-ს მოსწონს
|