x
image
ელენე გუმა
ამ დღეებში შესაძლოა, ცხოვრება თავდაყირა დააყენოთ - ცაგარელი ენერგეტიკულად უძლიერეს რიცხვებს ასახელებს
ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი ენერგეტიულად უძლეირეს დღეებს ასახელებს და წერს, რომ სწორედ ამ თარიღებში, შესაძლოა, თქვენი ცხორვება თავდაყირა დააყენოთ.


ასტროლოგი ყველას მოუწოდებს, გადახედონ თავიანთ ცხოვრებას, რადგან სწორედ ამ დღეებშია შესაძლებელი ყველაფერი ცუდი მოიშორონ და ახალი ცხოვრება დაიწყონ.


მისივე თქმით, ის ყველაფერი, რაც გვაბედნიერებს გეგმებად უნდა ჩამოწეროთ.


“22 და 23 სექტემბერი ეს გახლავთ უძლიერესი ენერგეტიკული პერიოდი, როდესაც შესაძლებელია ადამიანმა თავდაყირა დააყენოს მისი ცხოვრება და ამით უფრო მეტად დაალაგოს საკუთარი თავი, მოიშოროს მავნე ჩვევები, მოიშოროს ტოქსიკური ურთიერთობები, განერიდოს ნეგატიურ სამეგობრო წრეს, დაბალვიბრაციულ ადამიანებს, რომლებიც ენერგიებს ართმევენ და გაწურული ლიმონივით ტოვებენ, გააუქმოს ის გეგმები, კონტრაქტები ან ურთიერთობები, რომლებიც აღარ აინტერესებს და მისთვის მხოლოდ მიჯაჭვულობას და მძიმე ლოდივით სათრევს წარმოადგენს, რომელიც დამღლელია, როგორც სულიერად, ასევე ხორციელად…



ამიტომ გადახედეთ საკუთარი თავის ქმედებებს, რასაც აკეთებთ მოგწონთ? თქვენია? თუ სრულიად სხვაგვარი ცხოვრება სურს თქვენს სულს, ნამდვილ “მეს”, იქნებ სრულიად სხვა მიზნები სურს დაისახოს, დააკვირდით სადაც სილაღეა და თავისუფლება იქ უნდა იყოთ თქვენ, ამიტომ დაფიქრდით რა გაბედნიერებთ და ჩაწერეთ თქვენს გეგმებში ის, რაც თქვენს შინაგან მეს გააბედნიერებს…



ის რაც თქვენში უპირობო სიყვარულს გააცოცხლებს აი ეს არის მთავარი… სიკეთე გქონოდეთ“, - წერს ცაგარელი სოციალურ ქსელში.



image
0
348
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0