x
მეტი
  • 04.07.2024
  • სტატია:135789
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510192
მე და შენ
წვიმს...

წვიმა და ჩვენ ორნი,

წვიმს...

შეშლილი სამყარო ორ შეშლილს გვცდის...


მშლის...

თანდათან ფერებიც ერთმანეთს ცვლის...

მჭირს,

შენი სიყვარული ძარღვებში მდის...

ქუხილი თითქოსდა ჩემი ხმით გაჰკივის,

არ მინდა ამ ქვეყნად შენს გარდა არავინ...

წვიმს....

ჩვენ ხომ სიყვარული სულ გვაწვიმს...

გიჟს

პასუხს ვინ მოსთხოვს რატომ შლის,

წვიმის ყველა წვეთი, რომ აწვიმს...

მშლის, მე შეშლილს,

შეშლილი სამყარო, შეშლილისთვის...

ქუხს...

ისევ ქუხს...

გესმის ხმა შეშლილი გოგოსი:

იწვიმოს, ის გრძნობას უფრო ზრდის...


15.08.2012წელიimage

0
59
2-ს მოსწონს
ავტორი:პოეტესაა
პოეტესაა
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0