საქართველო
"ამ კაცმა დამირეკა, გადავამოწმე და მართლა ეს იყო, ბავშვებს ვფიცავარ"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი
2024, 18 სექტემბერი, 15:13

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტალინელი გრიშა ონიანის სახალისო ვიდეოს აზიარებს და აცხადებს, რომ ერთ - ერთი სატელევიზიო ეთერის შემდეგ მას რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, სწორედ გრიშა ონიანმა დაურეკა და ქებით აავსო:
"ამ კაცმა ერთხელ დამირეკა, რომელიღაც ეთერის მერე, გრიშა ვარ ონიანიო და ქება დიდებით ამავსო - ძაან კაი იყავიო.
პრანკი მეგონა, გადავამოწმე და მართლა ეს იყო.
ბავშვებს ვფიცავარ"- წერს "ფედერალისტების" ერთ -ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.
ვიდეოს ნახვის მსურველები მიჰყევით მითითებულ ბმულს