x
image
თამილა გურაშვილი
მიმართვა ღარიბაშვილს: რატომ იშოვა ზოგმა აურაცხელი ქონება და მე "ნაცებისგან" დაზარალებული რატომ ვარ დღემდე უსახლკარო?
image
ირაკლი, გამარჯობა, თქვენ ამდენი წლები ქვეყნის პრემიერი იყავით, ახლა პარტია ოცნების თავმჯდომარე და სიის მესამე პირი ხართ!!! მოგმართავთ, არა როგორც რაიონელს, არამედ, როგორც ოფიციალურ პირს!!
ძალიან კარგად იცით ვინც ვარ და რა პრობლემებიც მაქვს, 2012 წლამდე ნაცებს ვარიტიკებდი, 2012 წელს თქვენი მამა რომ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ხოლო სიმამრი დაიჭირეს ის ცხვრის ფარა ახლა გულებს რომ გიხატავთ სოროებში ისხდნენ გატრუნულები. მაესტროს რეგიონალურის ჟურნალისტმა დამირეკა, მაშინ რაიონში პარტია"თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე და დეპუტატობის კანდიდატი ვიყავი და სულ ვაქტიურობდი, იქნებ გამოხვიდე თამილა და კომენტარი თქვა თამაზაშვილის დაკავებაზეო, მე ვუთხარი პრობლემა არ არის თქო, გამოვედი და ვილაპარაკე რომ თამაზაშვილი იყო პოლიტპატიმარი და სხვა, ანუ მხარი დაგიჭირეთ.
ეს იმიტომ კი არა, რომ თქვენ იყავით, მე სიმართლე მიყვარს და სიმართლეს დავუჭირე მხარი.
გაზეთ 'ვერსიაში" ვრცელი წერილი დაიწერა თქვენი მამის გათავისუფლებაზე და თამაზაშვილის დაკავებაზე. სადაც ჩემი ინტერვიუც იყო ჩასმული, სადაც ვამბობდი, რომ მამათქვენის გათავისუფლება და თქვენი სიმამრის დაჭერა თქვენი ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლასა და თქვენს მასთან ახლო მეგობრობასთან იყო დაკავშირებული.
სპეციალურად ხანძარი რომ გააჩინეს თქვენი მეუღლის დაჩაზე ლენინოვკაში და სახანძრო 5 წუთის სავალზე 1 საათის მერე მივიდა პირველმა მე შევყარე ქვეყანა, კახეთის საინფორმაციო ცენტრში, რადიო ჰერეთში გავაპროტესტე, რომ ხანძარი შეგნებ ულად იყო გაჩენილი. ნოშრევან ნატროშვილი აქაური პოლიციელი ფეხებს მიბაკუნებდა გააჩუმე ენა თუ არა კორაკანაში ჩაგსვავთო, შემდგომში თქვენ ნოშრევანი საკრებულოში, ხოლო მე უმუშევარი დამსვით, ანუ 2014 წელს გამათავისუფლეს კულტურის სახლიდან მცირეწლოვანი ბავშვის მარტოხელა დედა.
თქვენი მეუღლის ნუნუკა თამაზაშვილის ძმას 2012 წლის არჩევნების მერე მხარი მივეცი სასამართლოზე, სამი მესამე პირი ვიყავით, ორი წინააღმდეგი წავიდა ოცნების, უფრო სწორად სიმართლეს მივეცი ხმა და ვთქვი, რომ ნაციონალების მხრიდან არჩევნებში გაყალბებას ქონდა ადგილი ნუ, რომელი ერთი ჩამოვთვალო?
2012 წლამდე ვმუშაობდი ინტერნეტგამოცემა ქიზიყში" და აქტიურად ვაკრიტიკებდით იმ ნაცებს და იმ ნაცების რიგში მამათქვენი ტარიელ ღარიბაშვილიც იყო, ისინი ახლა თქვენს გვერდით არიან და რაიონში წინა თაროებზე გყავთ დასმული.
2012 წლიდან დავინიშნე პარტია "თავისუფალი საქართველოს " რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად. აბსოლიტურად ყველა ბეჭდურ, თუ ინტერნეტ გამოცემაზე იბეჭდებოდა ჩემი პრესრელიზები იმ დროინდელ ხელისუფლებაზე, ასავალ დასავალში, ქრონიკა, ვერსია, რადიო ჰერეთში ვიყავი ხშირად,
2012 წელს გაზეთ ქრონიკაში დარეჯან მეფარიშვილმა დაბეჭდა ორგვერდუანი ჩემი ინტერვიუ, სადაც აქტიურად ვაკრიტიკებდი 2012 წელს ნაცების მიერ დასახელებულ კანდიდატს რაიონში ზაზა კედელაშვილს. ეს გაზეთი ადგილობრივი ოცნების წარმომადგენლებს შეხვედრებზე დაგქონდათ სოფლებში და აკითხებდით ხალხს, თუ რა ცუდი ადამიანი იყო ზაზა კედელაშვილი.თუმცა, შემდგომში ზაზა კედელაშვილი პარლამენტში დასვით მეორედ ქოცებმა და როგორც გავრცელდა პარალელურად ეს წლები ის დახმარებასაც იღებ და ბიძინა ივანიშვილის ფონდიდან.
ჩემი პოლიტიკური აქტივობის და ბრძოლის გამო ნაციონალებმა 2012 წლის სექტემბერში ანუ წინასაარჩევნოდ პოლიციის ძალით გამოგვასახლეს ამ შენობიდან და ეს შენობა დაანგრიეს.
დღემდე ქირით ვცხოვრობ დაზარალებული. ჯერ კიდევ 2012 წელს სექტემბერში თქვენთან ოცნების ცენტრალურ ოფისში პირისპირ შემპირდით, რომ მე ვიყავი სააკაშვბილისგან დაზარალებული და დამეხმარებოდით. მას შემდეგ 12 წელია იყო დაპირებები სულ ტყუილად. მადლობა, რომ შვილი დამისაქმეს, მარა ყოველ წამს და წუთს მემუქრება თქვენი ხელდასმული და თქვენი მონამორჩილი მერი მისი გათავისუფლებით.
თქვენ ისეთები დააწინაურეთ თქვენს სიმამრზე რომ წერდნენ ნარკოდილერიაო, მოკლედ, რატომ ვარ დღემდე უსახლკარო და რატომ არის დედოფლისწყაროში ყველა მიწა და ყოველი გოჯი გაყიდული? რატომ ისაკუთრებენ ტყეეებს და მთებს თქვენი მეგობრები? უკვე დროა დავარღვიო დუმილი, ბევრჯერ მოგწერეთ, მაგრამ პასუხიც არ გამეცით, პირველი პირი იყავით და იმიტომაც გწერდით, მაგრამ რატომღაც ვერ მოვიგე თქვენი გული თქვენს ოჯახთან დაახლოებული ჯღარკავასავით.
2012 წელს, ნაცებმა რომ გამომასახლეს სახლიდან, სადაც 20 წელი ვიცხოვრე მარტოხელა დედამ, არქიმედეზე იყო გადაცემული. როგორც გავარკვიე არქიმედეს გაკოტრების და ხელშეკრულების დარღვევის გამო ეს ფართი ჩამოერთვათ და გადავიდა ეკონომიკის სამინისტროზე. მე მანდ 20 წელი ვიცხოვრე და მეკუთვნის ფართი. იმედია, ამ ფართსაც ისევ ის ხალხი არ დაეპატრონება, ვინც აქამდე ეპატრონებოდით, !!!ძალიან ბევრ რამეს ავხდი ფარდას!!!კიდევ ბევრი რამის გახსენება და დაწერა შემიძლია, მაგრამ ჯერ ასე იყოს.
იმედია, გამომეხმაურებით, თუ არა, კიდევ ბევრ ვიდეოს ჩავწერ, მიმართვასაც გავავრცელებ და ბიძინასთანაც მივალ და მოვუყვები ყველაფერს, რატომ იშოვა ზოგმა აურაცხელი ქონება და მე ნაცებისგან დაზარალებული რატომ ვარ დღემდე უსახლკარო? თქვენ მარტო თქვენი სამართლიანობა აღადგინეთ!! ვიჩივლებ სტრასბურგის სასამართლოში და ყველგან და მოვითხოვ ჩემს კუთვნილ ფართს!!! ჩემზე მეტად დაზარალებული ნაცებისგან ამ რაიონში არავინაც არ იყავით!! ჯერ ასე კორექტულად მოგმართვათ, ირაკლი, პასუხზე გელოდებით!
თამილა გურაშვილი
0
402
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
402
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0