კახეთი ლალი ბასილაშვილი: მიწა ყველაზე კარგად ინახავს ისტორიას.. 18 ივლისი, 13:07
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არქეოლოგიური სამუშაოები სულ უფრო ინტენსიური ხდება.პროექტი, რომელიც ორი ქვეყნის არქეოლოგიური ცენტრების ათწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდებოდა, გერმანული მხარე უზრუნველჰყოფდა.
გათხრებმა ჩვენი ისტორიული წარსულის უამრავ დამარხულ საიდუმლეობას მოჰფინა ნათელი, მიწა ყველაზე კარგად ინახავს ისტორიას. აღმოსავლეთ საქართველომ განიცადა სკვითების შემოსევა სტრაბონის (ძვ. და ახ წ.მიჯნაზე მცხ. ბერძენი ისტორიკოსი) ცნობით სკვითები არიან იბერების მეზობლები….სკვითური აგრესია საკმაოდ ხანგრძლივი იყო, მათი კვალი ნახანძრალი ფენებით არის წარმოდგენილი ნამოსახლარებსა თუ სამლოცველოებზე.
ამის დადასტურებაა “ ცისკარაანთ გორაზე”შირაქში აღმოჩენილი ნახანძრალი კვალი, სკვითური ისრისპირები, კვერთხი, რამაც გამანადგურებელი კვალი დატოვა.(ინახება დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში) “მორკალური სკვითური ურჩხული ნიშნავს მშვილდს თავისი აუცილებელი სამაგრებით და ისრებით.
მორკალური-მშვილდის ტიპის გამო, ხოლო ურჩხული-ზუზუნის ან მათი გასროლის გამო, რადგან მომაკვდინებელნი არიან და შხამით სავსენი” მაგრამ ქართველ ტომებს სამხრეთიდან დაემუქრა ძლიერი ორგანიზებული მტერი “ურარტუ” ( ძვ წ. IX - VI სს. ) ცნობილია რომ “ურარტუს” ჩრდილოეთისკენ მსვლელობა შეჩერებულიქნა.
საფიქრებელია რომ, მტრის აგრესიას მთელი აღმოსავლეთ ქართველ ტომთა გაერთიანება დაუპირისპირდა. საგულისხმოა, სულ ახლახანს აღმოჩენილი “ დიდნაურის “ ნაქალაქარი, რომელიც მიანიშნებს, ძლიერი სახელმწიფოს არსებობაზე, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია სამხრეთიდან მოსულ ძლიერ მტერს, როგორიც იყო “ურარტუ”- წერს დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მთავარი სპეციალისტი ლალი ბასილაშვილი
12 შეფასება არ არის
|