კახეთი " დედოფლისწყაროს წყალმომარაგების საკითხი ჩემს დონეზე არ წყდებოდა"-ნოდარ ფიროსმანაშვილი 2020, 16 ივლისი, 21:24 საქართველოს .გაერთიანებული წყალმომომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონული კომპანიის დედოფლისწყაროს სერვისცენტრის მენეჯერი ნოდარი ფიროსმანაშვილი იძულებული გახადეს განცხადება დაეწერა განთავისუფლებაზე.
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით გლობალური ეკოლოგიური დათბობიდან გამომდინარე წყალის ნაკლებობა ჩვენს რაიონსაც შეეხო. სოფელ ჭოეთის წყალშემკრებში ხდება ეგრეთ წოდებული "ატეკის" წყალის, ხევსურების უბნის წყაროსი, ობელისკის წყალის, დუმბაძის ქუჩის წყაროსი და უცნობი ხაზის წყაროს შეკრება, ეს წყალი დღეგამოშვებით მიეწოდება მოსახლეობას რამდენიმე საათით, მაგრამ ზოგ უბნებში ერთი კვირა და მეტი წყალი არ მოდის.
უნდა აღნიშნოს, რომ აღნიშნულ უბნებზე ხდებოდა წყალის ცისტერნებით მომარაგება.
მოსახლეობა ასევე, საუბრობდა იმ ფაქტზე, რომ დაბლა "მაზოვკის" წყალის სათავესთან, ყოველდღიურად ასობით ტონა წყალი მიდის კარიერებში, ასფალტის ქარხანაში, კერძო პირები მდიდრდებიან და ხალხს სასმელი წყალი არ აქვს. ასევე, არიანადამინები, რომლებიც ტონა წყალს 17 ლარად ყიდიან.
" წყალის დებეტი გვალვების გამო არის დაკლებული, ვცადე ექსპერიმენტი, რომ ყოფილიყო ყოველდღე რაიონში, მაგრამ არ გამოვიდა. მეც ძალიან მინდა, რომ ყოფილიყო წყალი, მაგრამ შეუძლებელია 24 საათიანი გრაფიკი. 2018 წლის დასაწყისში მოვედი, მაშინ წყალის დებეტი სხვანაირი იყო, ჩემს დონეზე არ წყდებოდა აქ საკითხები, ვიღცეებს არ აწყობდათ ჩემი თავი, შემომთავაზეს ალტერნატიული სამსახური სათაო ოფისში სპეციალისტად, მაგრამ მე უარი ვთქვი."- ამბობს ყოფილი მენეჯერი, ნოდარ ფიროსმანაშვილი. ერთი კვირაა კახეთის რეგიონული კომპანიის დედოფლისწყაროს სერვისცენტრის მენეჯერად დანიშნულ იქნა "ფრონტერას " ყოფილი თანამშრომელი, განათლებ ით ეკონომისტი სოფელ სამრეკლოში მცხოვრები, ვასიკო ყოჩიაშვილი. დაგეგმილია 16 მილიონიანი პროექტის შემუშავება იორიდან წყალის ამოქაჩვაზე, იორზე 80-იან წლებში გაკეთებული დალის მთის წყალსაცავში მოხდება წყალის ამოქაჩვა, სადაც არის სალექარი, შემდეგ კი მილების საშუალებით მოხდება რაიონამდე ამოსვლა. 186 1-ს მოსწონს
|