კახეთი ფრონტერას ყოფილმა თანამშრომელმა გაჭირვების გამო თავი მოიკლა-აღიძვრება თუ არა საქმე თვითმკვლებომადე მიყვანის მუხლით? 2020, 11 ივლისი, 13:04 ნავთობკომპანია ფრონტერაში მომუშავე, 53 წლის ავთო ონანაშვილმა, თავი მოიკლა. როგორც ახლობელ-მეგობრები აღნინავენ, მას ეკონომიკურად ძალიან უჭირდა და ოჯახიც ამ ნიადაგზე დაერღვა. ის და 100 მდე ფრონტერას თანამშრომელი შარშან გაათავისუფეს და მათ დღემდე ასაღები აქვთ 14 თვემდე ხელფასი.
"ნავთობ კორპორაცია “ფრონტერაში”მომუშავე 53 წლის ავთო ონანაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თავისი შრომით გამომუშავებული აუღებელი თოთხმეტი თვის ხელფასი, სოციალურად გაუსაძლისი მდგომარეობა, ამის გამო დანგრეული ოჯახი(როგორც მითხრეს), სახელმწიფოსგან მართალი მოქალაქის დაცვის ამბიციის უქონლობა, ”განდილა”პოლიტიკოსებისგან “ფრონტერას”ლობისტი ამერიკელი კონგრესმენების თუქსუსიზმი, სრული უიმედობა გახდა განმსაზღვრელი, რომ ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე ასე ტრაგიკულად დაასრულა, უფრო მეტს რას ითვალისწინებს ს.ს.კ.-ში თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი???
აააა, საქმე არ აღძრათ ემანდ რომელიმე სენატორმა “შეშფოთება “არ გამოთქვას და აქაურმა მათმა თუქსუსებმა დასავლური ბიზნესის შევიწროვებაში არ დაგადანაშაულოთ, ნუთუ, ვერავინ ხვდება, რომ სწორედ ისეთი მდაბიო განცხადებები, რაც ფრონტერასთან მიმართებით გაკეთდა იწვევს ანტი დასავლურ განწყობებს და გვიკლავს მოქალაქეებს?????!!!!!" - წერს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების" თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი შეგახსენებთ, რომ ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ყოფილი 84 თანამშრომელი 2019 წლიდან დედოფლისწყაროში მდებარე ნავთობბაზასთან საპროტესტო აქციას მართავდნენ.
აქციის მონაწილეები დედოფლისწყაროს მერსაც შეხვდნენ. ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, „ფრონტერას“ წინააღმდეგ სახელმწიფოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული და იმედოვნებს, რომ პროცესი დასაქმებულების სასარგებლოდ დასრულდება.
375 2-ს მოსწონს
|