x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სიცოცხლის კოცნა": ეს ფოტო რომ არ მოეჭრათ, ის ასეთი ორაზროვანი არ იქნებოდა. აი, როგორ გამოიყურება ის მთლიანობაში

image


ეს ისტორიული კადრი ფოტოგრაფ როკო მორაბიტოს მიერ 1967 წელს იქნა გადაღებული, ბევრი ამ ფოტოს შემხედვარე იცინის, ზოგიც დაბნეულია, თუმცა ყველამ არ იცის მისი წარმოშობის ნამდვილი ისტორია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინტერნეტქსელში გავრცელებული იყო ამ ფოტოს მოჭრილი ვერსია, რამაც მამაკაცის "კოცნა" ასეთი ცნობილი გახადა. სინამდვილეში, კი ამ კაცების ორიენტაციასთან დაკავშირებით გაცილებით უფრო ნაკლები "ეჭვი" იქნებოდა მთლიანი კადრის გამოქვეყნების შემთხვევაში. თავად ნახეთ განსხვავება სრულ და მოჭრილ ფოტოებს შორის.


imageimage


მეორე კადრში ნათლად ჩანს, რომ მამაკაცი (რენდალ ჩემპიონი) ბაგირზეა დაკიდული. არაბუნებრივი პოზა და მისი ხელების პოზიცია იმაზე მეტყველებს, რომ იმ მომენტში ის უგონო მდგომარეობაშია. სინამდვილეში, რენდალი შემთხვევით შეეხო ერთ-ერთ მაღალი ძაბვის სადენს, რის შედეგადაც მან 4000 ვოლტის დარტყმა მიიღო, ხოლო იმისთვის რომ კარგად მიხვდეთ ზემოთ მოყვანილი ციფრის სიმძლავრეს, საკმარისია გაიხსენოთ, რომ ელექტრო სკამით სიკვდილით დასჯის დროს დამნაშავის სხეულში მხოლოდ 2000 ვოლტს უშვებენ.


image


რენდალის პარტნიორი, ჯეი დი ტომპსონი, რომელიც მასთან ერთად დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებისთვის ელექტრო ბოძზე იყო ასული, რენდალისთვის დროულად ხელის ჩაჭიდება და მისთვის ხელოვნური სუნთქვის ჩატარება მოასწრო. ასეთ პირობებში შეუძლებელი იყო კოლეგისთვის ნორმალური პირველადი დახმარების აღმოჩენა, თუმცა ტომპსონი არ დანებდა, და საბოლოოდ, მისთვის სუნთქვის აღდგენა, ბაგირიდან ჩამოხსნა და მხრებით სიმაღლიდან მიწაზე ჩამოყვანა მოახერხა. სასწრაფოს მისვლისას რენდალი უკვე გონზე იყო მოსული. მალე ის სრულიად გამოჯანმრთელდა.


image






0
243
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
243