x
მეტი
  • 14.09.2024
  • სტატია:137043
  • ვიდეო:351964
  • სურათი:511198
ახალი ფრანგული სერიალი ემილი პარიზში

“ემილი პარიზში" -ის ახალ სეზონზე უკვე უამრავი რამ დაიწერა. განვიხილოთ ემილის ჩაცმულობა, სერიალის გმირების დრამებით სავსე ცხოვრება და კიდევ უამრავი დეტალი, რომელიც მაყურებლებისთვის ძალიან საინტერესოა. მაგრამ, დღეს, “ნეტფლიქსის" სერიალს ახალი კუთხით დაგანახებთ. რბილად რომ ვთქვათ, სერიალი პარიზის რეალურ სახეს არ გვაჩვენებს. კონტრასტი რეალურ პარიზსა და “ემილის პარიზს" შორის საგრძნობლად მკვეთრია. საფრანგეთის დედაქალაქი დიდი ხანია ბრენდადაა ქცეული. ის მთელ მსოფლიოში სიყვარულის და სინათლის ქალაქის სახელითაა ცნობილი. აქ აღიარებული რეჟისორები რომანტიკული და ბოჰემური ფილმების გადასაღებად ჩამოდიან. ნამუშევრების უმეტესობა პარიზის ყველაზე მდიდარ უბნებშია გადაღებული. ემილი მე-5 უბნაში ცხოვრობს და მუშაობს. ეს უბნები ისეთი ღირსშესანიშნაობებითაა ცნობილი, როგორიცაა პანთეონი, ლათინური კვარტალი, სორბონის უნივერსიტეტი, ინვალიდთა სახლი, მუზეუმები, ფრანგული არქიტექტურის ნიმუშები, ყვავილების მაღაზიებითა და ბულანჟერეებით სავსე, მოკირწლული ქუჩები. სერიალში ფაქტიურად უგულებელყოფილია სოციალური კლასები და ნაჩვენებია პარიზის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი. ემილის როლის შემსრულებელმა თქვა, რომ სერიალი პანდემიის პროდუქტია და ადამინებისთვის სასიამოვნო თავშესაქცევი, რეალობისგან თავის დაღწევის საშუალება უნდა ყოფილიყო. ყველას ესმის, რომ ეს ფიქციაა და არა სინამდვილე. მართლაც, პანდემიის დროს ნეტფლიქსის სერიალები ჩვენი დაძაბული ყოველდღიურობის განუყოფელი და ნათელი ნაწილი იყო. ის, რასაც “ემილი პარიზში" არ გვაჩვენებს, დედაქალაქის და, ზოგადად, საფრანგეთის ნაკლებად გლამურული სახეა, რომლის ნაწილიც ე.წ. “ლა ფღანს მოშ" გახლავთ. ეს ტერმინი ფრანგმა ჟურნალისტმა, ვინსენტ რემიმ ერთ-ერთ სტატიაში გააჟღერა.

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:ნონა ქაჩლიშვილი
ნონა ქაჩლიშვილი
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0